პატიმარმა ხარძიანმა საკანში სათვალთვალო კამერა აღმოაჩინა და სასამართლოს წარუდგინა პატიმარმა ხარძიანმა საკანში სათვალთვალო კამერა აღმოაჩინა და სასამართლოს წარუდგინა />


  11:28:39     10-09-2013

პატიმარმა ხარძიანმა საკანში სათვალთვალო კამერა აღმოაჩინა და სასამართლოს წარუდგინა

a25476.jpg

სოზარ სუბარის უწყება მორიგ სკანდალში ეხვევა. აღმოჩნდა, რომ დიდი აურზაურით მოხსნილი სათვალთვალო კამერები ახალი ხელისუფლებისა და მინისტრის პირობებშიც აქტუალურია. 

ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით დაკავებული პატიმრის, რეზო ხარძიანის ადვოკატი მაია ლიპარტელიანი აცხადებს, რომ გლდანის მეორე საპყრობილეში, ხარძიანის საკანში ვიდეოთვალი აღმოაჩინა.

ადვოკატის ინფორმაციით, პატიმარმა ფარული ვიდეოკამერა მოხსნა და წინასასამართლო სხდომაზე წარადგინა.

"წინასასამართლო სხდომაზე რეზო ხარძიანმა თვითონ წარმოადგინა სათვალთვალო კამერა და განაცხადა, რომ ეს იყო ამოღებული მე-15 საკნიდან. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა ოქმი, უნდა მივმართო საქართველოს მთავარ პროკურორს, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა, კერძოდ, გამოკვლეული იქნეს ეს კამერა არის თუ არა, სათვალთვალო". - განაცხადა მაია ლიპარტელიანმა.

თავის მხრივ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში ჯერჯერობით განმარტებებს არ აკეთებენ. როგოპრც „პრესა.ჯი“-ს უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ირალი კორძაიამ განუცხადა, ამ კონკრეტულ ფაქტს უახლოეს პერიოდში გადაამოწმებს.
0

ავტორი: