11:05:55     10-09-2013
ბაქრაძის საარჩევნო შტაბს კვიტაშვილი უხელმძღვანელებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად ალექსანდრე (სანდრო) კვიტაშვილი დაასახელა.
კვიტაშვილი ჯანდაცვის მინისტრისა და ი.ჯ სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობას იკავებდა. მას განათლება ამერიკის შეერთებულ შტატებში აქვს მიღებული.
0