სააკაშვილმა მყინვარწვერი დალაშქრა - "არ არსებობს მიზანი, რომელსაც ერთობით ვერ მივაღწევთ" სააკაშვილმა მყინვარწვერი დალაშქრა - "არ არსებობს მიზანი, რომელსაც ერთობით ვერ მივაღწევთ" /> "/> " />


  15:21:07     09-09-2013

სააკაშვილმა მყინვარწვერი დალაშქრა - "არ არსებობს მიზანი, რომელსაც ერთობით ვერ მივაღწევთ"

a25467.jpg

"გზის სირთულის მიუხედავად დასახულ მიზანს მაინც მივაღწიეთ! მყინვარწვერი რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერ ანდრეი ილარიონოვთან ერთად დავლაშქრე. მთის ბოლო მონაკვეთზე ალპინისტური თოკებითა და სხვა სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ავედით. თოკში ასევე უკრაინისა და ირანის მოქალაქეები ჩაებნენ, რომლებიც გზაში შემოგვხვდნენ. სწორედ ამ ინტერნაციონალური ერთობით 5047 მეტრზე, სიმბოლურად, საქართველოს დროშა აღვმართეთ. 

გზაში რამდენიმე უკან მობრუნდებული ჯგუფი შეგვხვდა, რომელიც ჩვენც გვირჩევდა მსვლელობის შეწყვეტას, რადგან მათ, მწვერვალთან სიახლოვეში ძლიერი ქარის გამო, ასვლა შეუძლებლად მიაჩნდათ, მაგრამ მეორედაც უკან მობრუნება ჩვენ ნამდვილად არ გვხიბლავდა. იქ, მყინვარის თავზე განსაკუთრებული სიმძაფრით ხვდები თუ რა ლამაზი და განსაკუთრებულია ჩვენი საქართველო.

მჯერა რომ არ არსებობს მიზანი, რომელსაც ერთობით ვერ მივაღწევთ! საქართველოს მომავალი მყინვარწვერივით ნათელია! დაბრკოლებების მიუხედავად, ჩვენ ყველა მწვერვალს დავიპყრობთ! 

დიდი მადლობა ორ უმაგრეს კაცს - მთის გამყოლთა ასოციაციის ხელმძღვანელს, გია აფაქიძესა და ლაშქრობის ვიდეო და ფოტო მასალის გადამღებს, პროფესიონალ ტელეოპერატოსა და მთასვლელს, ნიკა ლებანიძეს, მაღალი პროფესიონალიზმისა და თანადგომისათვის", - წერს მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

0

ავტორი: