10:17:28     09-09-2013
ივანიშვილმა თავისი შემცვლელის საკითხი "თითქმის გადაწყვიტა"

ივანიშვილს მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე მისი შემცვლელის საკითხი "თითქმის გადაწყვეტილი" აქვს. მან ამის შესახებ რადიო "თავისუფლებასთან" ინტერვიუში განაცხადა.
"ეს საკითხი მე თითქმის გადაწყვეტილი მაქვს, მაგრამ ეს პარტნიორებს უნდა შევუთანხმო. მე, ერთი კაცი არ გადავწყვეტ ამას, ჩემი ეს ვარიანტი პოლიტიკურ საბჭოსაც, პარლამენტსაც და მთავრობასაც უნდა შევუთანხმო. ასეთ შემთხვევაში და უფრო გვიან, როდესაც დავიწყებ შეთანხმებას, საზოგადოებაც გაიგებს მის ვინაობას", - ამბობს ივანიშვილი.
0