14:31:04     24-01-2011
ჯარში გაწვევა 2011 წლის 1 ივლისამდე განხორციელდება
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში 1286 წვევამდელს გაიწვევენ. პრეზიდენტის ბრძანებულებით, მოქალაქეთა საგაზაფხულო გაწვევა 2011 წლის 20 იანვრიდან 2011 წლის 1 ივლისამდე განხორციელდება.
უკვე ცნობილია, რომელ სტრუქტურას რამდენი წვევამდელი ესაჭიროება. ბრძანებულებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა განისაზღვრა 1286 წვევამდელით.
ბრძანებულებით ასევე განისაზღვრა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვის სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა, 600 წვევამდელით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ გასამხედროებულ დანაყოფებში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა, განისაზღვრა1300 წვევამდელით.
თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვის სამსახურში და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ გასამხედროებულ დანაყოფებში, გაწვეულ იქნებიან 18-დან 27 წლამდე ასაკის ის მოქალაქეები, რომლებსაც არა აქვთ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების ან მისი გადავადების უფლება.
საქართველოში მცხოვრები, 18-დან 27 წლამდე ასაკის გასაწვევი მოქალაქეები ვალდებულნი არიან გამოცხადდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახურში (საცხოვრებელი) რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.
პრეზიდენტის ეს ბრძანებულება უკვე ძალაშია შესული.
0