14:35:48     02-09-2013
უახლოეს წუთებში ივანიშვილის სპეციალური განცხადება გავრცელდება

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი სპეციალური განცხადების გაკეთებას აპირებს. ამ მომენტისთვის არსებული ინფორმაციით, განცხადება უახლოეს ხანში უნდა გავრცელდეს.
პრემიერის პრესსამსახურში განცხადების შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ, თუმცა თემას არ აკონკრეტებენ. სავარაუდოდ, სპეციალური განცხადება ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას შეეხება.
0