ივანიშვილმა მინარეთის დემონტაჟი "გააპრავა" ივანიშვილმა მინარეთის დემონტაჟი "გააპრავა" /> "/> " />


  12:29:00     02-09-2013

ივანიშვილმა მინარეთის დემონტაჟი "გააპრავა"

a25416.jpg

"სოფელ ჭელაში მინარეთის აშენება კანონდარღვევით მოხდა" - ამის შესახებ ამბასადორიალის გახსნაზე გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლება თვითნებობასა და უკანონობაზე თვალს ვერ დახუჭავს.

"ვიამაყებთ იმით, რომ ჩვენი ისტორიის მანძილზე, საქართველოში რელიგიური შეუწყნარებლობის მაგალითი არ მოიძებნება. მე ღრმად მწამს, რომ ეს ტრადიცია არსად გამქრალა, რადგან ჩვენი ხალხისთვის სრულიად ბუნებრივია მშვიდობიანი თანაცხოვრება, რელიგიური შემწყნარებლობა, რელიგიური გრძონების პატივისცემა.

ეს არა მხოლოდ ჩვენი ეროვნული ტრადიციაა, არამედ საქართველოს კონსტიტუციის ერთ-ერთი ფუნდამენტური ღირებულებაა. სწორედ ეს მაფიქრებინებს, რომ სოფელ ჭელაში მომხდარ ინციდენტს არაფერი აქვს საერთო რელიგიური შეუწყნარებლობასთან. მინარეთის აშენება კანონდარღვევით მოხდა. თვითნებობას და უკანონობაზე ხელისუფლება თვალს ვერ დახუჭავს", - განაცხადა ივანიშვილმა.

შეგახსენებთ რომ ხელისუფლების უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებით ჭელაში მინარეთის დემონტაჟი განახორციელეს. მიზეზად კი გაუგებარი საბაჟო პროცედურები დაასახელეს.

ხელისუფლების ამ სულელურმა გადაწყვეტილებამ რელიგიური უმცირესობების, მუსლიმი ქართველების აღშფოთება გამოიწვია. მომხდარიდან რამდენიმე დღეში სპეც-განცხადება გაავრცელა "რესპუბლიკურმა" პარტიამ, სადაც მინარეთის დემონტაჟის ფაქტი დაგმო.

თუმცა, პრემიერის დღევანდელმა "გაპრავებამ" დაგვანახა რომ ივანიშვილისა და "რესპუბლიკელების" შეფასება განსხვავებულია. თუ "რესპები" შუღლსა და რელიგიური უმცირესობების დევნას აპროტესტებენ, პრემიერი მინარეთის დემონტაჟის ფაქტს, ფაქტობრივად, მიესალმება.  

0

ავტორი: