რელიგიური დაპირისპირების ნიშნები - მართლმადიდებლების სახელით "მეოცნებეები" აქციას მართავენ რელიგიური დაპირისპირების ნიშნები - მართლმადიდებლების სახელით "მეოცნებეები" აქციას მართავენ /> "/> " />


  14:26:22     29-08-2013

რელიგიური დაპირისპირების ნიშნები - მართლმადიდებლების სახელით "მეოცნებეები" აქციას მართავენ

a25405.jpg

ახალციხეში აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს. აქციაზე იმყოფება ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეც. ოლეგ სანდროშვილი აცხადებს რომ "ყველა კანონიერ მოთხოვნას უერთდება". მომიტინგეთა მოთხოვაა რომ ადიგენში მინარეთი არ აღადგინონ. "მე ვარ იქ, სადაც არის ჩემი ხალხი. მე მართლმადიდებელი ვარ", - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი.

„ტელევიზიით გადაიცა ინფორმაცია, რომ მინარეთი კვლავ უნდა დაბრუნდეს ჭელაში. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ მინარეთი აღარ დააბრუნონ. ახლა გამიჩნდა ერთი აზრი, მოვითხოვოთ ამ თემაზე ჩატარდეს რეფერენდუმი. ქართველმა ხალხმა თავად გადაწყვიტოს, უნდა დაიდგას თუ არა მიანრეთი. პასუხი უნდა იყოს ორი: ან კი, ან არა. ჩვენი პასუხია - არა. ასევე პარლამენტმა უნდა მიიღოს კანონი, ვის რისი უფლება აქვს ამ ქვეყანაში. ველოდებით ხელმძღვანელის პასუხს“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები, რომელთა დიდი ნაწილი "ქართული ოცნების" მხარდამჭერია. 

შეგახსენებთ რომ მას შემდეგ, რაც ხელისუფლების მიერ მუსლიმთა რელიგიური უფლებების შელახვისა და მინარეთის დემონტაჟის გამო ადიგენში ანტისახელისუფლებო გამოსვლები დაიწყო, "ქართულმა ოცნებამ" ალტერნატიული - "მართლდადიდებელთა აქცია" დაგეგმა. სწორედ მართლმადიდებლების სახელით იმართება დღეს "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა აქცია. მათი მოთხოვნაა რომ ხელისუფლებამ ადიგენში მინარეთი არ აღადგინოს. 

ადიგენის მკივიდრი ქრისტინა გავაშელი ფიქრობს, რომ მინარეთი არ უნდა დაიდგას: "ერთმანეთს ნუ გადაგვკიდებენ. არავის ვუშლით ლოცვას. ჩვენ ჩვენ ტაძრებში ვლოცულობთ და მათ თავიანთ ჯამეში ილოცონ. ჩვენ არავის ვაწუხებთ და ნურც თავად შეგვაწუხებენ. ჩვენ თუ გადაგვივლიან, მინარეთს ამ შემთხვევაში დადგამენ", - განუცხადა "სამხრეთის კარიბჭეს" გავაშელმა.
 

0

ავტორი: