მსოფლიო ობამას გადაწყვეტილებას ელოდება მსოფლიო ობამას გადაწყვეტილებას ელოდება />


  11:57:48     29-08-2013

მსოფლიო ობამას გადაწყვეტილებას ელოდება

a25403.jpg

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა მიიჩნევს, რომ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებამ ზიანი მიაყენა აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს და კონფლიქტში სამხედრო ჩარევა სირიაში მიმდინარე ომზე პოზიტიურ გავლენას იქონიებს.

მიუხედავად ამისა, ტელეკომპანია PBS-სთვის მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება, დაიწყებს თუ არა აშშ სირიაში სამხედრო მოქმედებებს.

"ჩვენ კონსულტაციები გვაქვს მოკავშირეებთან, რათა მივაღწიოთ საერთაშორისო შედეგებს. გამოითქვა მოსაზრება, რომ ქიმიური იარაღი შესაძლოა მიმართულ იქნას აშშ-ზეც და გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ეს არ მოხდება", - განაცხადა ბარაქ ობამამ აშშ-ს საზოგადოებრივ არხ PBS-სთან საუბრისას.

აშშ-ის პრეზიდენტის კომენტარი გაერო-ს გენერალური მდივნის პან კი მუნის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც განაცხადა, რომ "მშვიდობას შანსი უნდა მიეცეს და კონფქლიტი დიპლომატიური მოლაპარაკებების გზით მოგვარდეს". 

თუმცა, დიდი ბრიტანეთი მოითხოვს, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭომ ერთხმად მიიღოს რეზოლუცია, რომელიც მიმართული იქნება სირიის მშვიდობიანი მოქალაქეების დასაცავად. 

სირიის კონფლიქტში საერთაშორისო ჩარევას ეწინააღმდეგება ბაშარ ალ-ასადის მოკავშირე და საქარტველოს ოკუპანტი რუსეთი და ყველანაირად ბლოკავს გაერო-ს უშიშროების საბჭოს ერთიანი გადაწყვეტილებას მიღებას. 

აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის გარდა, სირიაში სამხედრო მოქმედებების დაწყებას მხრს უჭერს საფრანგეთიც. 

21 აგვისტოს დამასკოში განხორციელებული თავდასხმის შედეგად 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, სირიის შეიარაღებულმა ძალებმა მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენეს.

0

ავტორი: