ძარცვა თემქაზე - პოლიციის შენობიდან 100 მეტრში ძარცვა თემქაზე - პოლიციის შენობიდან 100 მეტრში />


  11:53:49     28-08-2013

ძარცვა თემქაზე - პოლიციის შენობიდან 100 მეტრში

a25400.jpg

მორიგი კრიმინალური შემთხვევა... თემქაზე, მესამე მიკრორაიონის მეორე კვარტალში გუშინ საღამოს ჩანთა გასტაცეს ერთ-ერთ ქალბატონს. დანაშაული თემქის პოლიციის შენობიდან 100 მეტრში დაფიქსირდა. დაზარალებული დახმარებას ითხოვდა. გამოიძახეს პოლიციაც.

თუმცა, ადგილობრივების თქმით, სამართალდამცველები გამოძახებიდან ნახევარი საათის შემდეგ მოვიდნენ. 

„არ ვიცი რატომ, მაგრამ პოლიციამ ძალიან დაიგვიანა. აქვეა პოლიციის შენობა. ქუჩა განათებულია. უამრავი ხალხი იყო ეზოშიც.

როგორც ჩანს, კრიმინალებისთვის განათებული ქუჩები და ხალხი დაბრკოლებას აღარ წარმოადგენს“, - გვითხრა ერთ-ერთმა ადგილობრივმა. 

მისი თქმით, დაზარალებული შველასა და ჩანთის დაბრუნებას უშედეგოდ ითხოვდა. „ის იძახდა ჩანთაში ფული არ მაქვს, საბუთებია და იქნებ ის დამიბრუნოთო, მაგრამ დამნაშავის დაკავება ვერ შეძლეს. ან როგორ დააკავებდნენ, როცა პოლიციამ ასე დაიგვიანა“, - ამბობს იგი.

 

0

ავტორი: