16:32:55     27-08-2013
სააკაშვილი: რაც ადიგენში მოხდა, პროვოკაცია იყო, წულუკიანი: მინარეთზე არაა დამოკიდებული მეჩეთში ლოცვა

ხელისუფლების მიერ ადიგენში, მინარეთის დემონტაჟისა და რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირების ფაქტი შეაფასა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი: „აქ, მეჩეთის წინ სწორედ იმის გამო მოვედი, რომ მე, როგორც მართლმადიდებელმა, გამოვხატო სრული პატივისცემა ჩვენი მუსლიმი სისხლის და ხორცის მიმართ.
დავით აღმაშენებლის ტრადიციაა საქართველოში ის, რომ ქვეყნის მმართველები, პოლიტიკოსები, ყველა აღმსარებლობას ერთნაირად სცემდნენ პატივს.
საქართველოში რამდენიმე ასეული ათასი მუსლიმია, მსოფლიოში კი - რამდენიმე მილიონი მუსლიმი ქართველი და არავის არ აქვს უფლება რაიმე სახის შუღლი ჩამოაგდოს მათსა და დანარჩენ ქართველებს შორის“. პრეზიდენტის შეფასებით, ის რაც ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მოხდა, მრავალთვიანი, წინასწარგანზრახული პროვოკაცია იყო.
„მე მოვუწოდებ მთავრობას, შეწყვიტოს შურისძიების ენით ლაპარაკი, მოვუწოდებ ყველას, რომ ერთმანეთთან ვიმუშაოთ სამოქალაქო მშვიდობის მისაღწევად", - ამბობს სააკაშვილი.
საქართველოს პრეზიდენტისგან განსხვავებით, იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი არატოლერანტულ განცხადებებს აკეთებს: "საქართველოს მოუწევს გადაწყვეტა, უნდა იყოს თუ არა, ქვეყანაში მინარეთები". წულუკიანის თქმით, მინარეთზე არაა დამოკიდებული მეჩეთში ლოცვა.
ჯერჯერობით ადიგენში, ხელისუფლების მიერ მინარეთის დემონტაჟსა და მუსლიმი ქართველების რეპრესიის ფაქტზე კომენტარი არ გაუკეთებია პრემიერ-მინისტრ ივანიშვილს. როგორც ჩანს, ის სხვა, მისთვის უფრო მნიშვნელოვანი საქმეებითაა გატაცებული.
0