16:20:47     26-08-2013
ვაშლიჯვარში "საქართველოს ბანკის" ფილიალი დააყაჩაღეს

ვაშლიჯვარში "საქართველოს ბანკის" მორიგი ფილიალი დააყაჩაღეს. თავდამსხმელი იარაღით ბანკში შეიჭრა და ფული მოითხოვა.
მას სახეზე ნიღაბი ეკეთა. ჯერჯერობით სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება.
აღსანიშნავია რომ ყაჩაღობა თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობიდან რამდენიმე ათეულ მეტრში მოხდა.
"პრესა.ჯი"-ს ჯგუფი დეტალებს არკვევს.
0