ადუაშვილის დედამ მკვლელობის შემკვეთად პავლიაშვილი დაასახელა - განსასჯელს გულის შეტევა დაემართა ადუაშვილის დედამ მკვლელობის შემკვეთად პავლიაშვილი დაასახელა - განსასჯელს გულის შეტევა დაემართა />


  13:42:30     26-08-2013

ადუაშვილის დედამ მკვლელობის შემკვეთად პავლიაშვილი დაასახელა - განსასჯელს გულის შეტევა დაემართა

a25386.jpg

მეორე დღეა ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით ბიზნესმენ ავთანდილ ადუაშვილის მმკვლელობის საქმე იხილება. ბრალდებულები თავს დამნაშავედ არ სცნობენ, ხოლო მოკლულის დედა, მკვლელობის შემკვეთად რუსეთში მცხოვრებ ქართველ მომღერალს, სოსო პავლიაშვილს ასახელებს. 

ლარისა ეფრემიძემ დღეს ნაფიც მსაჯულებს დეტალურად განუმარტა შვილის მკვლელობის გარემოებები. მან პავლიაშვილი ღიად დაადანაშაულა მკვლელობის ორგანიზატორობაში და მისი უმკაცრესად დასჯა მოითხოვა. სასამართლო განხილვა ემოციების, ცრემლისა და რეპლიკების ფონზე მიმდინარეობს. 

ადუაშვილის დედის დაკითხვისას, ერთ-ერთ ბრალდებულს, ვახტანგ ჩხაპელიას გულის შეტევა დაემართა. პროცესი დროებით შეჩერდა. გამოიძახეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარება თუმცა, საბოლოოდ პროცესი ისევ განახლდა. 

ჩხაპელიას მოკლულის დედამ რამდენჯერმე მიმართა და შეახსენა რომ "როდესაც მისი შვილი მოკლული მიუსვენეს სახლში, ის, როგორც ჭირისუფალი, მასთან იმყოფებოდა, სინამდვილეში კი ერთ-ერთი მკვლელი აღმოჩნდა". 

მოკლულის დედის გარდა, ბიზნესმენის მეგობრებიც დაიკითხნენ. პროცესზე არაერთხელ გაიჟღერა რომ პავლიაშვილი ადუაშვილის ბავშვობის მეგობარი იყო, თუმცა, მიუხედავად ამისა, მან მისი მკვლელობა დაგეგმა და სხვისი, მათ შორის ნათესავის ხელით განახორციელა.

ამის შემდეგ სასწრაფო კიდევ გამოიძახეს, რადგან მეორე ბრალდებულმა, კობა ყურუამ გონება დაკარგა, რის გამოც ისევ შესვენება გამოცხადდა.

ნაფიცი მსაჯულები ბრალდებულებს განაჩენს რამდენიმე დღეში გამოუტანენ. 

შეგახსენებთ რომ ავთანდილ ადუაშვილი საკუთარი ავტომანქანის უკანა სავარძელზე იპოვეს გარდაცვლილი. ის ცეცხლსასროლი იარაღით იყო მოკლული. 



0

ავტორი: