"რკინის კაცის" ხანა ბრუნდება "რკინის კაცის" ხანა ბრუნდება /> "/> " />


  13:27:24     26-08-2013

"რკინის კაცის" ხანა ბრუნდება

a25385.jpg

თბილისის ქუჩებში "მილიციონერები" მოქალაქეებს ყოველგვარი საფუძვლის გარეშე აჩერებენ. ღამის თბილისში გახშირდა რეიდებიც, რომელიც ედუარდ შევარდნაძის კრიმინალური საქართველოს შთაბეჭდილებას ტოვებს. როგორც ჩანს, ისევე როგორც კახა თარგამაძის შს მინისტრობის პერიოდში, ახლაც, ირაკლკი ღარიბაშვილის "მილიცია" მოქალაქეებთან ურთიერთობის აგრესიულ მეთოდს ირჩევს. 

კრიმინალური თუ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, ავტომანქანებს უსაფუძვლოდ აჩერებენ და მოქალაქეებს ჩხრეკენ. მიზეზად კი გაურკვეველ ე.წ. "ოპერატიულ ინფორმაციას" ასახელებენ. ასეთივე მიზეზით აშანტაჟებდა "რკინის კაც" თარგამაძის მილიციაც ხალხს. 

"საბურთალოზე გაგვაჩერეს. დედა და მეუღლე მყავდა მანქანაში. გაგვჩხრიკეს. საბარგული აგვახდევინეს და 20 წუთი შეგვაყოვნეს. არ ვიცი რას ეძებდნენ ან რა უნდოდათ", - უთხრა "პრესა.ჯი"-ს ჟურნალისტს დაზარალებულმა. 

თბილისში მწარედ ხუმრობენ: იმისათვის რომ თარგამაძის ხანა ბოლომდე აღსდგეს, თბილისის პოლიციის შენობიდან რამდენიმე ეჭვმიტანილის გადმოგდებაა აუცილებელიო.  

ე.წ. რეიდების ფაქტებზე შეშფოთებულები არიან ქართული თუ უცხოური არასამთავრობოებიც. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძე შს სამინისტროს მოუწოდებს დეტალურად განმარტოს რეიდების ჩატარების მოტივები. 



0

ავტორი: