11:02:33     23-08-2013
ოკუპანტებმა მიცვალებულის ერთადერთი ჭირისუფლები დააკავეს
ოკუპანტთა თარეში გრძელდება. რუსმა მესაზღვრეებმა საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. სოფელ ზეღდულეთის მაცხოვრებლები, ცოლ-ქმარი ნანა ვანიშვილი და ალექსანდრე ცერცვაძე და ირაკლი მერებაშვილი შეიარაღებულმა პირებმა მეზობელი სოფლისკენ მიმავალ გზაგზე დაატყვევევს. დაკავებულები ცხინვალის წინასწარი პატიმრობის იზოლატორში ჰყავთ მოთავსებული.
ცერცვაძესა და ვანიშვილს თან მცირეწლოვანი შვილიც ახლდათ. მშობლების დაკავებისას 6 წლის დავით ცერცვაძე შეიარაღებულმა რუსებმა სოფლის მიმართულებით გაუშვეს.
აღსანიშნავია რომ ცოლ-ქმარ ცეცრვაძეებს შინ მიცვალებული ჰყავთ. გარდაცვლილის ერთადერთი ჭირისუფლები კი დაკავებული არიან.
სამწუხაროდ ესაა ოკუპანტთა პასუხი ივანიშვილის მაამებლურ პოლიტიკაზე.
0