13:01:25     22-08-2013
"მაყურებლების" სია - ვინ და როგორ მართავს ციხე-კოლონიებს

"ნაციონალურმა მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, აკაკი მინაშვილმა, კრიმინალური ავტორიტეტების მიერ ციხე-კოლონიების მართვის სქემა" გამოაქვეყნა.
მისი ინფორმაციით, სასჯელაღსრულების სამედიცინო დაწესებულებას, ე.წ. "რეზბალნიცას" ე.წ. კანონიერი ქურდი ტარიელ ფოცხვერია, იგივე ტარასა მართავს.
"ნაციონალების" სქემის მიხედვით, ქსნის ციხეს მართავენ მურმან ტვილდიანი იგივე "ხალვა", ასევე ირაკლი მალანია, იკო ნოხაძე, კახა გურგენიძე და ედგარ მამედოვი.
ქსნის ციხეში, "ნაციონალების" ცნობით, საერთო რეჟიმს ლაშა ქებურია "უყურებს", კარცერს - ზაქრო ჯანგულაშვილი, სასადილოს - ჯაბა ხოსბერუაშვილი და ავთანდილ თავაძე, ხოლო სამედიცინო ნაწილს - გიორგი ილდანი.
გამოქვეყნებული სქემის მიხედვით, ე.წ. ტუბზონას მართავს კრიმინალური ავტორიტეტი არმაის გრიგორიანი, იგივე "მაისა".
"ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებული სქემის მიხედვით, გეგუთის კოლონიას ლაშა კვანტალიანი "აკონტროლებს", ხოლო რუსთავის #6 დაწესებულებას მირიანა იგივე "ჟინვალა".
რუსთავის #17 დაწესებულებას კი, "ნაციონალების" ინფორმაციით, მართავენ გელა ტერტერაშვილი და კირილე ფხაკაძე, რომელიც მათივე ცნობით, ორი პოლიციელის მკვლელობისთვის არის გასამართლებული.