17:02:37     20-08-2013
მკვლელობა თბილისში - საკონტროლო გასროლით

"თავისუფალი ზონა" ავრცელებს ინფორმაციას რომ საკონტროლო გასროლით მოკლეს ახალგაზრდა მამაკაცი. ის მანქანაში იპოვეს გარდაცვლილი.
მკვლელობა მუხათგვერდის ასახვევთან, სამი დღის წინ მოხდა, თუმცა, შს სამინისტრო მომხდარის თვითმკვლელობად გასაღებას ცდილობს.
"თავისუფალი ზონის" ინფორმაციით, საკონტროლო გასროლით მოკლული ახალგაზრდა მამაკაცი გამვლელებმა შეამჩნიეს. დაცხრილული იყო მისი მანქანაც.
"პრესა.ჯი" შს სამინისტროს დაუკავშირდა. შსს ფაქტს ადასტურებს. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, სამი დღის წინ, მუხათგვერდში, 35 წლამდე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით თავის არეში მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა. პრესსამსახურში აცხადებენ რომ გამოძიება მკვლელობის რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს.