"ქართული ოცნების" წევრები ბურჯანაძის პარტიაში გადავიდნენ "ქართული ოცნების" წევრები ბურჯანაძის პარტიაში გადავიდნენ /> "/> " />


  13:15:44     20-08-2013

"ქართული ოცნების" წევრები ბურჯანაძის პარტიაში გადავიდნენ

a25363.jpg

"ქართული ოცნების" თელავის ორგანიზაციის წევრთა ნაწილმა კოალიცია დატოვა და ნინო ბურჯანაძის პარტიაში გაწევრიანდა. ყოფილი მეოცნებეები აცხადებენ რომ "ქართულმა ოცნებამ" მათი იმედები ვერ გაამართლა".

ბურჯანაძე დღეს თელავში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში იმყოფებოდა. ის ყოფილ მეოცნებეებს შეხვდა და გადაწყვეტილებაც მოუწონა. 

"ჩვენ დავტოვეთ ქართული ოცნება და მხარს ვუჭერთ ქალბატონ ნინოს" - აცხადებს ქართული ოცნების თელავის ორგანიზაციის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური აქტივისტი, ჯუმბერ დარჩიაშვილი. 

ყოფილი მეოცნებეების მტკიცებით, კოალიციაში დაპირისპირებაა და კლანთა შორის ბრძოლა მიმდინარეობს. 



 


0

ავტორი: