11:35:01     20-08-2013
კიდევ ერთი მკვლელობა ბათუმში
![a25360.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a25360.jpg)
კიდევ ერთი მკვლელობა მოხდა ბათუმში. პოლიციის ინფორმაციით, 19 აგვისტოს, გამთენიისას 1985 წელს დაბადებულმა ახალგაზრდა მამაკაცმა 26 წლის მელქისედეკ ლ-ს ცეცხლსასროლი იარაღით ორი ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი საავადმყოფოში, ოპერაციის მიმდინარეობისას გარდაიცვალა.
შს სამინისტროში აცხადებენ რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი, რომელიც ადრე მკვლელობის მცდელობისთვის იყო გასამართლებული, თბილისში, წერეთლის გამზირზე აიყვანეს და საქმეც გახსნეს.
გამოძიების მონაცემების მიხედვით, ჯაბა ჩ-მ 19 აგვისტოს, გამთენიისას, ბათუმში, ურთიერთშელაპარაკებისას 1987 წელს დაბადებულ მელქისედექ ლ-ს ცეცხლსასროლი იარაღით მუცლის და ფეხის არეში ორი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 108-ე მუხლით). გამოძიებას აწარმოებს აჭარის მთავარი სამმართველო.
მომრავლებული მკვლელობების ფონზე, საზოგადოებაში უკიდურეს ცინიზმად აღიქმება შს მინისტრის ბაქი-ბუქი იმის შესახებ რომ ქვეყანაში დანაშაული მკვეთრად შემცირებულია.
0