ყაჩაღობა პოლიციის შენობიდან რამდენიმე ათეულ მეტრში ყაჩაღობა პოლიციის შენობიდან რამდენიმე ათეულ მეტრში />


  14:26:21     19-08-2013

ყაჩაღობა პოლიციის შენობიდან რამდენიმე ათეულ მეტრში

a25356.jpg

ყაჩაღობა ბათუმის ქუჩაზე - დიდუბეში, პოლიციის შენობიდან რამდენიმე ათეულ მეტრში, შეიარაღებული პირები მაღაზიაში შეიჭრნენ და დააყაჩაღეს. დეტალები იმის შესახებ თუ რისი წაღება მოახერხეს ყაჩაღებმა, ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. 

შს სამინისტროში თავს იწონებენ რომ ყაჩაღობა მალევე გახსნეს და ეჭვმიტანილი დააკავეს. პოლიცია დაკავებულის შესახებ ინფორმაციას უახლოეს წუთებში გაავრცელებს. 

ბოლო დროს, პოლიცია დანაშაულის პრევენციის ნაცვლად, მისი ოპერატიულად გახსნის მაჩვენებლით ამაყობს. უამრავი მკვლელობის, ყაჩაღობის, გაუპატიურებისა თუ სხვა მძიმე დანაშაულის მიუხედავად, მინისტრი აცხადებს რომ დანაშაული "მნიშვნელოვნად შემცირებულია". 




0

ავტორი: