„არ აინტერესებთ პასუხი მიიღონ  მარგველაშვილისგან - კაცია, ქალია, ვირია, ძროხაა...“ „არ აინტერესებთ პასუხი მიიღონ მარგველაშვილისგან - კაცია, ქალია, ვირია, ძროხაა...“ />


  14:57:10     16-08-2013

„არ აინტერესებთ პასუხი მიიღონ მარგველაშვილისგან - კაცია, ქალია, ვირია, ძროხაა...“

a25350.jpg

„ბურჯანაძე ხალხს მოლაპარაკე მასხარა ჰგონია, ის კი რუსეთის ნომრიანი აგენტია“,- აღნიშნული განცხადება „პრესა.ჯი“-სთან ინტერვიუსას „სახალხო ფრონტის“ ლიდერმა, ნოდარ ნათაძემ გააკეთა.

ნოდარ ნათაძე: ქვეყნის ახალი ხელისუფლება და მათი ხროვა ყველა ერთად მუშაობს ბურჯანაძის გასაპრეზიდენტებლად.

„პრესა.ჯი“: რა შანსები აქვს „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატ მარგველაშვილს, 2013 წლის არჩევნებზე? 

ნოდარ ნათაძე: ივანიშვილმა მარგველაშვილი თავის საპრეზიდენტო კანდიდატად მოსახლეობისთვის თვალის ასახვევად წარადგინა. „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატს წინასაარჩევნო პროგრამა არ გააჩნია, ყველაზე ცუდი კი ის არის რომ ქართველი ამომრჩეველი ამით სულ არ ინტერესდება. 

სამწუხაროდ, არ აინტერესებთ პასუხი მიიღონ  მარგველაშვილისგან, კაცია, ქალია, ვირია, ძროხაა, რას აპირებს, რა გეგმა აქვს პრობლემური საკითხების მოსაგვარებლად...

ამ ხალხს ეს არ აინტერესებს, მთავარია ლამაზი სიტყვები უთხრან. მარგველაშვილი ივანიშვილს ყურადღების გადასატანად სჭირდება, რათა პრეზიდენტი, რუსეთის აგენტი ბურჯანაძე გახდეს.

- თქვენ თვლით, რომ ივანიშვილსა და ბურჯანაძეს შორის შეთანხმება შედგა?

- რუსეთის პირდაპირი ბრძანებაა, რომ ამ არჩევნებში მისმა ნომრიანმა და „კლიჩკიანმა“ აგენტმა, ნინო ბურჯანაძემ გაიმარჯვოს. 

- ოქტომბრის არჩევნების შემდეგ თითქმის ერთი წელი გავიდა, თქვენი აზრით, რა გაკეთდა ამ დროის განმავლობაში მოსახლეობისთვის?

- თითქმის არაფერი... ივანიშვილი რუსეთის ყურმოჭრილი ყმაა. სადაც მისი დოვლათია დაბანდებული მისი გულიც იქ არის. რაც შეეხება წინასაარჩევნოდ გაცემულ დაპირებებს, დიდი იმედი მქონდა რომ სოფლის მეურნეობისა და განათლების კუთხით მდგომარეობა გაუმჯობესდებოდა. თუმცა, ამის მოგვარება ამ დრომდე ვერ ხერხდება. სიმართლე გითხდათ, დღემდე ველოდები ამ მიმართულებისთ ძვრებს. 

- ახალი ხელისუფლების რიტორიკა რუსეთის მისამართით აშკარად შეცვლილია... 

- დასავლეთი ბევრად უფრო კონკურენტუნარია, ვიდრე რუსეთი. რუსეთის მიმართ მაამებლური პოლიტიკა უპერსპექტივოა. ამის არგუმენტაციის გაშიფვრა მგონი არ გვჭირდება. 

რუსეთი, მიუხედავად ხელისუფლების სურვილისა, დაალაგოს ურთიერთობა მასთან, ყოველთვის იფიქრებს იმაზე, თუ რა ზიანი მოგვაყენოს. 

ჩვენი ერთჯერადი ამოცანა უნდა იყოს იმ ოკუპანტების გაგდება ჩვენივე ტერიტორიიდან, რომლებიც საქართველოში წლების წინ შემოიჭრნენ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათი მიბრძანების შემდეგ არ ვისაუბროთ ურთიერთობის ნორმალიზებაზე, მაგრამ ეს უნდა მოხდეს თანასწორი უფლებებით. თუ ჩვენ  კომპრომისზე წავალთ, რუსეთმაც ანალოგიური ნაბიჯი უნდა გადმოდგას.

0

ავტორი: