13:34:40     15-08-2013
ფირცხალავა: „ჯიჰადის ვიდეოს“ ავტორის დასადგენად ჩვენ 3-4 საათი დაგვჭირდებოდა
![a25340.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a25340.jpg)
პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი, ირაკლი ფირცხალავა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 7 თვის დანაშაულის სტატისტიკას ეჭვის თვალით უყურებს.
როგორც „პრესა.ჯი“-ს ფირცხალავამ განუცხადა, დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 53,3%-მდე, ხელოვნურად გაბერილია.
ირაკლი ფირცხალავა: შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულის გახსნის მონაცემები არის 53,3 %, რაც დაუჯერებელია. ძალიან დიდი ხანი ვიმუშავე ძალოვან უწყებაში და ქურდობის გახსნის მაჩვენებელი 15 %-ს არასდროს გასცდენია.
შესაბამისად, მთლიანობაში რომ გახსნის მაჩვენებელი 53 პროცენტი გქონდეს, ქურდობის გახსნის მაჩვენებელი დაახლოებით 40 % უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, ვთვლი რომ შედეგი გაბერილია. რეალურად, დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი არის არა 53, არამედ 30 %. აქედან ქურდობაზე დაახლოებით 10 % მოდის.
- რას უკავშირებთ კრიმინალური მდგომარეობის გაუარესებას?
- კრიმინოგენული სურათის გაუარესება პირდაპირ დაკავშირებულია იმ უპრეცენდენტო ამნისტიასთან, რომელიც პირველი ოქტომბრიდან მალევე განხორციელდა. ეს ლოგიკურიცაა - როდესაც 15 ათასი პატიმარი ტოვებს საპყრობილეს, ცხადია, კრიმინალიც მოიმატებს. თუმცა, განსაკუთრებით ცუდი ისაა, რომ ქვეყანაში გაჩნდა დაუსჯელობის სინდრომი.
- რა ხდება დღეს პოლიციაში, რატომ ვერ უმკლავდება უწყება კრიმინალს?
- შს სამინისტროდან დაახლოებით თანამშრომელთა 20% გაუშვეს. ეს არ არის საგანგაშო მაჩვენებელი, ისეთი გამართული უწყებისთვის, როგორიც შს სამინისტრო იყო. უბრალოდ ცუდია, რომ გათავისუფლება შეეხო ზედა ეშელონებს, ამიტომ შეიქმნა ეს პრობლემებიც.
ნორმალურ პირობებში ხელმძღვანელის ცვლილების შემდეგ პოლიციას 6 თვე მაინც სჭირდება აზრზე მოსასვლელად. ეს დრო გასულია, თუმცა, ხარვეზები მაინც არის. რამდენიმე წარმატებულ ღონისძიებასაც ვერ დავუკარგავ ღარიბაშვილის უწყებას, მაგალითად ქურდული სამყაროსთვის გამოცხადებულ ბრძოლას. კარგია რომ მინისტრმა მისი წინამორბედის საქმე გააგრძელა.
- ე.წ. „ჯიჰადის ვიდეოების“ ავტორების შესახებ დღემდე არაფერია ცნობილი, თქვენი აზრით, რატომ ვერ ან არ იძიებს ღარიბაშვილი ამ საქმეს?
- „ ჯიჰადის ვიდეოს“ ავტორის დასადგენად ჩვენ 3-4 საათი დაგვჭირდებოდა...
- „ჯიჰადის ვიდეოს“ საქმესთან ერთად გამოუძიებელია ბარბარე რაფალიანცის მკვლელობაც. ახლა ღარიბაშვილი თითს წინა ხელისუფლების მისამართი იშვერს. ადრე კი ირწმუნებოდა რომ ამ საქმეს რამდენიმე კვირაში გახსნიდა...
- არსებობს საქმე, რომელიც ოპერატიულად ისხნება ან არ იხსნება და ამ საქმეში წინამორბედების დადანაშაულება, ცოტა არასერიოზულია. პინგ-პონგის თამაში არ მიმაჩნია სწორად.
0