17 წლის გაუჩინარერბული გოგონას დეიდა: არ გვინდა ცუდზე ვიფიქროთ - პოლიცია ერთ ადგილზე ბრუნავს 17 წლის გაუჩინარერბული გოგონას დეიდა: არ გვინდა ცუდზე ვიფიქროთ - პოლიცია ერთ ადგილზე ბრუნავს />


  13:06:20     12-08-2013

17 წლის გაუჩინარერბული გოგონას დეიდა: არ გვინდა ცუდზე ვიფიქროთ - პოლიცია ერთ ადგილზე ბრუნავს

a25320.jpg

სოფელ ახალშენში მცხოვრები 17 წლის დარეჯან დიასამიძის ძებნა ისევ უშედეგოდ გრძელდება. მე- 12 –ე კლასის მოსწავლე  ბოლოს 7 აგვისტოს დილის 10:00 საათზე ნახეს. დიასამიძე  სტუმრად ნათესავის ოჯახში დარჩა, იქიდან კი შინ აღარ დაბრუნებულა. 

როგორც „პრესა.ჯი“-ს დაკარგულის დეიდამ, ლიანა ღლონტმა განუცხადა, ოჯახი და აჭარის სოფელ ახალშენის მოსახლეობა პოლიციის შენობასთან იმ იმედით იკრიბება, რომ პოლიცია დარეჯანის ადგილსამყოფელს  დაადგენს. 

დაკარგულის დეიდის მონათხრობის მიხედვით, 7 აგვისტოს, დილის 10 საათზე, სოფელ ქვედა სამებიდან, ბიძის სახლიდან, დარეჯანი ბიცოლამ გამოაცილა. მას თავის სახლამდე ერთ კილომეტრზე მეტი მანძილი ფეხით უნდა გაევლო - სწორედ ამ მონაკვეთში გაუჩინარდა. 

იმ დილიდან მისი ტელეფონი გათიშულია, თუმცა დაკარგვის დღეს, 15 საათსა და 10 წუთზე, მისი მობილური მხოლოდ ერთხელ, რამდენიმე წუთით ჩაირთო. გაირკვა, რომ ტელეფონი ბათუმში, კომახიძის 7 ნომერთან ვიღაცამ ჩართო და მერე ისევ გათიშა. ადგილზე მისულ პოლიციას გოგონა იქ არ დახვდა. 

ლიანა ღლონტი: ამ წუთებშიც ამოწმებენ იმ ტერიტორიას, საიდანაც დარეჯანი გამოვიდა. შემდეგ ისევ მივლენ იმ ადგილას, სადაც ტელეფონი ჩაირთო.. თითქოს ყველაფერი კეთდება, თუმცა შედეგს ვერ ვიღებთ. 

- თქვენი აზრით, რას უკავშირდება დარეჯანის უცნაური გაუჩინარება? 

- ეს რომ ვიცოდეთ მაგას დავმალავდით? ბავშვი სახლიდან არც ნაწყენი არ გასულა, იყო ძალიან კარგ ხასიათზე. გოგონა ბიძამისის სახლიდან დილის 10:00 საათზე გამოვიდა. ჩვენ დაახლოებით 10:30 საათზე მოვიკითხეთ, თუმცა მას ტელეფონი გათიშული ჰქონდა. 

- როგორც ამბობენ, დარეჯანს შეყვარებული ჰყავდა...

- ისიც გაურკვევლობაშია, ჩვენთან ერთად ეძებს მას. 

- ერთ-ერთი ვერსიით,  გოგონა შესაძლოა ცოლად მოყვანის მიზნით გაიტაცეს... 

- ეს ვერსიაც დაუშვით, ყველა ის ადამიანი გადავამოწმეთ, ვისაც რაიმე სახის სიმპატია მაინც ჰქონდა ბავშვის მიმართ. თუმცა ყველა მათგანი სახლშია. 

- რა ეტაპზეა გამოძიება? 

- გამოძიება ერთ ადგილზე ბრუნავს, წინსვლა არ შეინიშნება. ჩვენ ამოვწერეთ მისი ტელეფონიდან განხორციელებული ზარები. თუმცა პირადად ჩვენთვის არავის უთქვამს, ტელეფონის ჩართვის შემდეგ ზარი განახორციელა თუ სმს-ი მისწერა ვინმეს. 

თუ ვინმეს ჰყავს მოტაცებული, ვთხოვ დააბრუნოს, მთელი ოჯახი ვღელავთ. დედამისი თურქეთიდან ჩამოფრიდნა და ღამეებს თეთრად ათენებს. 

ყველა ერთად ვლოცულობთ, რომ დარეჯანი უვნებელი დაგვიბრუნოს ღმერთმა. არ გვინდა ცუდზე ვიფიქროთ.

0

ავტორი: