ამერიკელების დღემდე გაუხმაურებელი დასკვნა 2011 წლის 26 მაისის მოვლენებზე ამერიკელების დღემდე გაუხმაურებელი დასკვნა 2011 წლის 26 მაისის მოვლენებზე />


  11:24:28     12-08-2013

ამერიკელების დღემდე გაუხმაურებელი დასკვნა 2011 წლის 26 მაისის მოვლენებზე

a25315.jpg

ცნობილი ხდება ამერიკული კომპანია „დენსუსი“ მიერ მომზადებული დოკუმენტის დეტალები, 2011 წლის 26 მაისის მიტინგის დაშლის შესახებ. „დენსუსი“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კომპანიაა სპეც-დანიშნულების რაზმების მომზადება-შეფასებაში. დოკუმენტი 2011 წლის აგვისტოშია მომზადებული. კომპანიის წარმომადგენლები საქართველოში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის თხოვნითა და დაფინანსებით იმყოფებოდნენ. 

მათი მიზანი იყო ეწარმოებინათ დაკვირვება და მოემზადებინათ დასკვნა საქართველოს შს სამინისტროს დანაყოფების მიერ 26 მაისის მიტინგის დაშლის თაობაზე.

„პრესა.ჯი“ უცვლელად გთავაზობთ „2011 წლის 26 მაისის შესახებ ამერიკული მხარის დასკვნას, რომელსაც „თავისუფალი ზონა“ ავრცელებს.

„დასკვნაში ნათქვამია, რომ "რუსთაველის გამზირის ბლოკირების მიზნით, მომიტინგეებმა გამოიყენეს მეტალის ბარიერები, რომლებიც მეტალის ტროსით გადააბეს ერთმანეთს და მიამაგრეს ქუჩის ბოძებს. ეს საქცილი შეიძლება გავიგოთ როგორც პირდაპირი პროვოკაცია მომიტინგეთა მხრიდან.

„ოპერაციის დაწყების წინ პოლიციამ მომიტინგეებს შესთავაზა მიტინგის სხვა ადგილას გადატანა. ოპერაცია დაიწყო იმით, რომ პოლიციელთა ერთმა ჯგუფმა გადაჭრა ტროსები და დაშალა ბარიერები პარლამენტის სამხრეთ მხარეს, რათა მომიტინგეებს შეძლებოდათ გაცლა. 

ამის შემდეგ პოლიციის მთავარი ძალები დაიძრნენ ჩრდილოეთიდან. ადგილზე მყოფი 1000 მომიტინგიდან 200-მა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია. მომიტინგეები შეიარაღებული იყვნენ ფარებითა და ხელკეტებით.

არსებობს მტკიცებულებები რომ მათ ჰქონდათ მოლოტოვის კოქტეილები. არსებობდა ინფორმაცია, რომ მომიტინგეთა შორის ცალკეულ პირებს ლეგალურად ჰქონდათ ცეცხლსასროლი იარაღი.

რამდენიმე მანქანა რომლებიც ეკუთვნოდა პროექტის ორგანიზატორებსა და მათ მცველებს დაიძრა თავისუფლების მოედნისაკენ და შეხვდა საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავ დაკავების ჯგუფს, ჯგუფის მიზანი იყო კანონდამრღვევთა დაკავება. მანქანები არ გაჩერდნენ, გაიარეს პოლიციის რიგებში. შედეგად დაშავდა 5 პოლიციელი, გარდაიცვალა 1 პოლიციელი და სამოქალაქო პირი.

ოპერაციის ტაქტიკური გეგმა იყო სრულფასოვანი და ის გაცნობილი ჰქონდა დანაყოფების მეთაურებს. არსებობდა გეგმები მოვლენათა განვითარების სხვადასხვა სცენარებისთვის.

არსებობდა დეესკალაციის გეგმა. ოპერატიული ინფორმაცია სათანადოდ ეცნობებოდა მეთაურებსა და დანაყოფებს და საფუძვლად ედებოდა ტაქტიკურ გადაწყვეტილებებს.

თავდაპირველად გამოყენებული რესურსები, მათ შორის არასასიკვდილო და სპეციალური დანიშნულების საშუალებები, იყო თითქმის მთლიანად ადეკვატური მოსალოდნელი საფრთხისა.

არსებობს აშკარა მტკიცებულებები, რომ ოფიცერთა ძალიან მცირე ჯგუფის მიერ ადგილი ჰქონდა ძალის გადაჭარბებულ გამოყენებას. შეშფოთებას იწვევს სოციალური საშუალებების ზედმეტად აგრესიული გამოყენების შემთხვევებიც, როდესაც ამის საჭიროება არ იყო. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ 26 მაისის ღამეს ოფიცერთა უდიდესი უმრავლესობა მოქმედებდა დისციპლინირებულად, მუდმივად ასრულებდა ბრძანებებს და იყენებდა მიზნის მისაღწევად პროპორციულ და აუცილებელ ძალას. ეს ნათლად დადასტურებული“ – ნათქვამია დასკვნაში.
0

ავტორი: