თბილისში 20 წლის ბიჭი მოკლეს. ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფალი ზონას" ორხევის დასახლების მცხოვრებლებმა მიაწოდეს. შემთხვევა ამავე დასახლებაში რამდენიმე დღის წინ მოხდა. მოკლული ნიკოლოზ ორველაშვილი დღეს დაკრძალეს. ოჯახის ახლობლებმა აღნიშნული ფაქტი თავისუფალი ზონის წარმომადგენლებს პირადად დაუდასტურეს. თუმცა მათ ვინაობის გამხელა საჯაროდ არ ისურვეს. ახლობლების ინფორმაციით ოჯახში, სადაც ჩხუბი დაიწყო, მოკლული ნაცნობმა პოლიცელმა მიიყვანა. პოლიციელის ვინაობა დაზარალებულმა მხარემ არ დაასახელა. მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი, ნინო გიორგობიანი კომენტარს "თავისუფალ ზონას" ხვალ დილისთვის პირადი მეილის საშუალებით დაპირდა.
0