მარგველაშვილი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ამხილეს მარგველაშვილი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ამხილეს />


  14:24:00     09-08-2013

მარგველაშვილი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ამხილეს

a25311.jpg

"სამართლიანი არჩევნები" გიორგი მარგველაშვილს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს. 

როგორც ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ შუალედურ დასკვნაშია აღნიშნული, 27 ოქტომბრის არჩევნებისთვის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევები დაფიქსირდა.

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" მიერ მომზადებულ შუალედურ დასკვნის მიხედვით, არჩევნების დანიშვნის შემდგომ, აჭარის უმაღლესმა საბჭომ აჭარის ბიუჯეტიდან 13 მილიონ 555 ათას 400 ლარი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროგრამების დასაფინანსებლად კანონსაწინააღმდეგოდ  გამოყო.

"სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენლები უმაღლესი საბჭოს კანონის დარღვევაში ამხელენ და აცხადენენ, რომ "საარჩევნო კოდექსის" მიხედვით, არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების შედეგების შეჯამებამდე აკრძალულია საბიუჯეტო პროგრამების ზრდა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით "სამართლიანმა არჩევნებმა" და "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" საბიუჯეტო ცვლილების შეჩერების მოთხოვნით ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართეს.

განცხადების ავტორების განცხადებით,   "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი, ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებასაც დაესწრო, სადაც მისი, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატის წარდგენა მოხდა და სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა მიეცა.

"პარლამენტის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების წესის გამკაცრების ფონზე, მაშინ, როდესაც პარლამენტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის თანახმადაც, ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძებებზე იკრძალება აგიტაცია, საპრეზიდენტო კანდიდატის მიერ სახელმწიფო ღონისძიებებზე დასწრება ეწინააღმდეგება ხელისუფლების მიერ დეკლარირებულ პოზიციას თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფასთან დაკავშირებით", - აღნიშნულია შუალედურ დასკვნაში.

"სამართლიანი არჩევნების" ინფორმაციით, გამოვლინდა არაუფლებამოსილი პირების მიერ აგიტაციის გაწევის შემთხვევა.

კერძოდ, საქველმოქმედო ორგანიზაციამ "ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" საარჩევნო კოდექსის დარღვევით კოალიცია "ქართული ოცნების" აგიტაცია გასწია. ორგანიზაციამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს საჩუქრად ეტლები გადასცა. საქველმოქმედო ორგანიზაციამ საზოგადოებას ინფორმაცია "ქართული ოცნების" ოზურგეთის შტაბიდან მიაწოდა და გაწეული დახმარებისათვის პარტიას მადლობა გადაუხადა. აღნიშნული ქმედებით ორგანიზაციამ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა კანონის დარღვევით მიიღო.

0

ავტორი: