დაღუპული გმირის და: ახალი ხელისუფლების პირობებში სიმბოლური დახმარებაც არ მიგვიღია დაღუპული გმირის და: ახალი ხელისუფლების პირობებში სიმბოლური დახმარებაც არ მიგვიღია />


  14:46:04     08-08-2013

დაღუპული გმირის და: ახალი ხელისუფლების პირობებში სიმბოლური დახმარებაც არ მიგვიღია

a25306.jpg

2008 წლის რუსეთ საქართველოს ომის ერთ-ერთ გმირს, ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყეში მცხოვრებ დავით ჯიქიას დღეს 24 წელი შეუსრულდებოდა. კაპრალი ცხინვალში, პქტარა თამარაშენში 8 აგვისტოს იმ დროს დაიღუპა, როცა დაჭრილი სამხედროების სამშვიდობოზე გამოყვანას ცდილობდა. 

აქვს მიღებული პრეზიდენტის ორდენი მხედრული მამაცობისთვის. „პრესა.ჯი“ დღეს დავით ჯიქიას დას, დარიკო ჯიქიას დაუკავშირდა. 

დარიკო ჯიქია: „დავითს ჯარში სამსახური  ბავშვობიდან  გადაწყვეტილი ჰქონდა, ოფიცრობაზე ოცნებიბდა. ამიტომ სკოლის დამთავრებიდან მალევე ჯარში წავიდა. შემდეგ საკონტრაქტოს გაგრძელება უნდოდა.  

ერაყის სამშვიდობო მისიისთვის ემზადებოდა, როცა შვებულებაში მყოფი გამოიძახეს და ომში წაიყვანეს. 

2008 წლის 8 აგვისტოს, სოფელ პატარა თამარაშენში რუსეთის ჯარის მიერ განხორციელებულ საჰაერო თავდასხმას ემსხვერპლა. ტყვიამფრქვევი მას არტერიაში მოხვდა და ადგილზე დაიღუპა. 8 აგვისტოს ის იუბილარია“. 

დარიკო ჯიქია აცხადებს, რომ წინა ხელისუფლების დროს ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებიგან ბევრად მეტ მხარდაჭერას გრძნობდა. 

„ძველი ხელისუფლების პირობებში, ყოველ დღესასწაულზე 500-დან 1000 ლარამდე ვიღებდით ერთჯერად დახმარებას. დღეს კი სამწუხაროდ არანაირი შემწეობა არ მიგვიღია. 

არ ვიცი დღეს რა იგეგმება. თუმცა ახალი ხელისუფლების პირობებში არც ახალ წელს და არც სხვა მნიშვნელოვან დღესასწაულებზე სიმბოლური დახმარებაც არ მიგვიღია“,- აცხადებს დარიკო ჯიქია. 

როგორც „პრესა.ჯი“-ს ზუგდიდის მუნიციალიტეტის გამგეობაში განუცხადეს, დღეს გამგეობის წარმომადგენლები რიყეს ესტუმრებიან და გარდაცვლილი ჯარისკაცის საფლავს გვირგვინით შეამკობენ. 

„ისევე როგორც ძველი, ასევე ახლი ხელისუფლება ცდილობს 2008 წლის ომის დროს დაღუპულების ოჯახებს სათანადო ყურადღება მიაქციოს. დღესასწაულებზე მათ გარკვეული თანხა გადაეცემათ“,- განაცხადა „პრესა.ჯი“-სთან საუბრისას ზუგდიდის გამგეობის პრესსამსახურის წარმომადგენელმა მაია ღუბელაძემ. 

არანაირი პრივილეგიით არ სარგებლობს ომში დაღუპული 22 წლის ბადრი ბერაძის ოჯახიც. ბერაძეც 2008 წლის 8 აგვისტოს დაიღუპა. 

ოჯახი აფხაზეთიდან დევნილ კაპრალს 7 თვის განმავლობაში ეძებდა. 

ლინდა გეგეშიძე (კაპრალ ბერანძის მეუღლე): „ოჯახი ახალგაზრდებმა შევქმენით, მალე გვეყოლა პატარაც. დაქორწინებიდან მალევე ბადრი ჯარში წავიდა. გორის პირველ ბრიგადაში მსახურობდა, როცა ომი დაიწყო. 

8 აგვისტოს საჰაერო დაბომბვისას დაიღუპა. 7 თვის განმავლობაში დაკარგულად ითვლეობა, შემდეგ კი დეენემის ანალიზმა დაადგინა მისი ვინაობა და ცხედარი ზუგდიდში, ჭითაწყარის სასაფლაოზე დავკრძალეთ“. 

ლინდა გეგეშიძის განცხადებით, კაპრალ ბერიძის ოჯახი (პრეზიდენტმა ის ვახტანგ გორგასლის სახელობის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა)  55 ლარიან პენსიაზეა დამოკიდებული. 

„არ ვსარგებლობთ, არანაირი პრივილეგიით, არ გვაქვს დაზღვევა, 9 წლის ბიჭს ეძლევა 55 ლარიანი დახმარება. დღესასწაულებზე თუ მოგვცემენ გარკვეულ თანხას და სულ ეგ არის“,- განაცხადა ლინდა გეგეშიძემ.

0

ავტორი: