ბათუმში 17 წლის დარეჯან დიასამიძე გაუჩინარდა ბათუმში 17 წლის დარეჯან დიასამიძე გაუჩინარდა />


  14:03:42     08-08-2013

ბათუმში 17 წლის დარეჯან დიასამიძე გაუჩინარდა

a25303.jpg

ბათუმში 17 წლის გოგონა გაუჩინარდა. მისი ოჯახის წევრები დარეჯან დიასამიძეს გუშინ დილიდან უშედეგოდ ეძებენ. 

როგორც გოგონას დეიდაშვილმა მაია შარაშიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა , დარეჯან დიასამიძე  მეზობელ სოფელში ბიცოლასთან იმყოფებოდა, იქიდან წამოსვლის შემდეგ კი სახლში არ დაბრუნებულა. 

"მთელი სანათესაო ვეძებთ. გუშინ, დილის 10:00 საათიდან აღარ გამოჩენილა ბავშვი. ბიცოლასთან იმყოფებოდა სოფელ ქვედა სამებაში სტუმრად. უნდა ასულიყო სახლში - ახალშენში, მაგრამ არც სახლში მისულა და ტელეფონიც გათიშული აქვს. არავითარი პრობლემა არც ფსიქოლოგიური, არც ოჯახური არ ჰქონია", - აღნიშნა მაია შარაშიძემ. 

მისივე თქმით, ტელეფონის ნომრის მეშვეობით მტკიცდება, რომ გოგონა გუშინ 15:00 საათისთვის ბათუმში ერთ-ერთ ქუჩაზე იმყოფებოდა.

"მივაკითხეთ მის შეყვარებულს სამსახურში, ისიც გაგიჟებულია, თვითონაც ვერ უკავშირდებოდა. რა ხდება და რაშია საქმე,  არ ვიცით, ვითხოვთ დახმარებას", - აღნიშნა მაია შარაშიძემ სააგენტოსტან საუბრისას.

0

ავტორი: