„ნაციონალური მოძრაობა“ მედვედევის განცხადებას დაცინვად მიიჩნევს „ნაციონალური მოძრაობა“ მედვედევის განცხადებას დაცინვად მიიჩნევს />


  11:36:03     07-08-2013

„ნაციონალური მოძრაობა“ მედვედევის განცხადებას დაცინვად მიიჩნევს

a25290.jpg

„დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ილუზია, რომელსაც ამკვიდრებდა ივანიშვილის ხელისუფლება იმის თაობაზე, თითქოს საქართველოსა და რუსეთს შორის ფუნდამენტური პრობლემა კი არ არსებობდა, არამედ ლიდერებს შორის პერსონალური პრობლემები და იმ შემთხვევაში თუ ეს შეიცვლებოდა მოხდებოდა რუსეთის პოზიციის ტრანსფორმირება, დღეს სრულიად დამსხვრეულია და არ მჯერა, რომელიმე ჭკუათმყოფელმა პოლიტიკოსმა კიდევ დაიჯეროს ამ ილუზიების. ეს იყო ყველაზე დიდი ცინიზმით აღსავსე კომენტარები, რაც ბოლო პერიოდში მომისმენია”,- ასე აფასებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნუგზარ წიკლაური რუსეთის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედედევის მიერ აგვისტოს ომთან დაკავშირებით გუშინ, „რუსთავი 2“- ის ეთერში გაკეთებულ განცხადებებს.

წიკლაური:  მედვედევს არ დაუმალავს, რომ არსებობდა დეკლარირებული გეგმა იმის თაობაზე, რომ საქართველოს არ ჰქონდა უფლება თავისი საგარეო პოლიტიკური ორიენტირები განესაზღვრა, ამასთან მედვედევმა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის წინაპირობად დაასახელა ახალი რეალობების აღიარება, რაც საქართველოსთვის სრულიად მიუღებელია და მას ჰქონდა მცდელობა რუსული აგრესია გამოეცხადებინა ქართულ-ოსურ ეთნიკურ კონფლიქტად.

დეპუტატის თქმით, რუსეთის მაღალი პოლიტიკური პირისგან, გუშინ კიდევ ერთხელ გაჟღერდა  მუქარა საქართველოს ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით რაც ძალიან ციდი სიგნალია.

მედვედევის განცხადებაში  ცინიკურ დამოკიდებულებას ხედავს "ნაც მოძრაობის"  კიდევ ერთი წევრი გოკა გაბაშვილი.

გაბაშვილი: "უმცირესობის სახელით მონდა,  მოვიგონო ის ბიჭები, რომლებიც 2008 წლის ომის დროს წინა ხაზზე იბრძოდნენ აგრესორის და ოკუპანტის წინააღმდეგ, რომელიც ურცხვად შემოიჭრა ჩვენს ქვეყანაში და მეორე მსოფლიო ომის შემდგე პირველად შექმნა პრეცედენტი, როცა ერთმა ქვეყანამ სცადა მეორის საზღვრები შეეცვალა.

საერთაშორისო თვალსაზრისით მათ მიერ მიტაცებული და დაპყრობილი ტერიტორიები ისევ საქართველოა და ეს ვითარება არ შეიცვლება თუ საქართველომ არ მიიღო საბედისწერო და მცდარი გადაწყვეტილებები. სწორედ ესაა რუსეთის მიზანი და ამაზე მედვედევმა გასაგებად ისაუბრა. მან თქვა, რომ ურთიერთობების აღდგენა შესაძლებელია მაშინ, როცა საქართველო შეეგუება ახალ რეალობას, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთს საქართველოში სამი საელჩო ექნება და არა ერთი. მედვედევმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ რუსეთი ყოველთვის შეეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. გუშინ კიდევ ერთხელ ვნახეთ ურცხვი და ცინიკური დამოუკიდებულება საქართველოს მიმართ, ის ცდილობდა გაემართლებინა ჩვენს ქვეყანაში შემოჭრა, ეთნიკური წმენდა და ისევ ურცხვად ცდილობდა ეს წარმოეჩინა ეთნიკურ კონფლიქტად.  

„პრესა.ჯი“ აღნიშნულ საკითხზე უმრავლესობის ჩაწერასაც ცდილობს თუმცა უშედეგოდ.

0

ავტორი: