მედვედევი 2008 წლის აგვისტოს რუსულ აგრესიაზე: დღესაც ანალოგიურად მოვიქცეოდი მედვედევი 2008 წლის აგვისტოს რუსულ აგრესიაზე: დღესაც ანალოგიურად მოვიქცეოდი />


  22:22:28     06-08-2013

მედვედევი 2008 წლის აგვისტოს რუსულ აგრესიაზე: დღესაც ანალოგიურად მოვიქცეოდი

a25289.jpg

2008 წლის აგვისტოს რუსული აგრესიიდან 5 წლის თავზე რუსეთის იმჟამინდელი პრეზიდენტი და დღევანდელი პრემიერი, დიმიტრი მედვედევი არაფერს ნანობს და აცხადებს რომ ანალოგიურ სიტუაციაში დღესაც იგივეს მოიმოქმედებდა. ამის შესახებ მედვედევმა ტელეკომპანია რუსთავი 2-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

”რაც შეეხება იმ დრამატულ მოვლენებს, რომელიც 2008 წლის აგვისტოში განვითარდა. იცით, მე ვთვლი, რომ სამწუხაროდ, ის რაც მოხდა მოხდა. თუ ჩემი შეფასების შესახებ ვილაპარაკებთ, ის, რა თქმა უნდა, მას შემდეგ არ შეცვლილა. 

მიმაჩნია, რომ იძულებული ვიყავით ზუსტად ისე მოვქცეულიყავით იმ აგრესიული ქმედებების საპასუხოდ, რომელიც მაშინ ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელეს და მოვლენების შემდეგი განვითარება წინასწარ იყო განსაზღვრული სწორედ ამ ფაქტით, მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის და ვითარებაში ჩარევის აუცილებლობის ფაქტით. 

თუ მეკითხებით ანალოგიურად მოვიქცეოდი თუ არა ასეთ სიტუაციაში, ჩემი პასუხია: დიახ. მიუხედავად იმისა, რომ ეს უმძიმესი გადაწყვეტილებაა, რომლის მიღებაც მომიხდა, როგორც რუსეთის პრეზიდენტს, ზუსტად ასევე მოვიქცეოდი”, - განაცხადა მედვედევმა.

მედვედევის განცხადებით ის იძულებული იყო ეპასუხა ქართული მხარისათვის რადგან ქართული არმია რუსეთის მოქალაქეებს ხოცავდა. მისი მტკიცებით ომი საქართველომ დაიწყო და ცხინვალში შეიჭრა, რასაც რუსეთის მოქალაქეების მკვლელობები მოჰყვა. საყურადღებოა რომ ბატონი მედვედევის მოსაზრებებს ქართული არმიის მიერ სამხედრო მოქმედებების დაწყების შესახებ, ემთხვევა ივანიშვილის პოზიციაც. 

0

ავტორი: