17:22:37     06-08-2013
მწვანეთა პარტიის ლიდერი კოალიცია ქართულ ოცნებას ბოიკოტს უცხადებს

კოალიცია ქართული ოცნების წევრი დეპუტატი, მწავნეთა პარტიის თავმჯდომარე, გია გაჩეჩილაძე უმრავლესობას იმიტომ არ ტოვებს რომ ბიძინა ივანიშვილისადმი პატივისცემა აქვს. თუმცა, გაჩეჩილაძე აღნიშნავს, რომ
"ნორმალური ორგანიზაცია ალბათ მიიღებდა გადაწყვეტილებას, დატოვოს გუნდი".
"ნორმალური ორგანიზაცია ალბათ მიიღებდა გადაწყვეტილებას, დატოვოს გუნდი, რომელშიც მოღვაწოებს, მაგრამ უმრავლესობიდან "მწვანეთა პარტიის" გასვლა სერიოზულ პრობლემას შეუქმნის სახელმწიფოს საგარეო არენაზე, განსაკუთრებით ევროპის პარლამენტში.
ასევე, ამ გუნდში წარმოდგენილი არიან ჩვემთვის საყვარელი და საპატივცემულო ადამიანები და არსებობს კაცი - ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც უდიდეს პატივს ვცემ და არ შემიძლია მას ვუღალატო.
ვერ მივიღებ გადაწყვეტილებას უმრავლესობიდან გასვლის შესახებ, ყოველ შემთხვევაში იმ დრომდე, ვიდრე ივანიშვილია პოლიტიკაში. ვიღებ გადაწყევტილებას, უმრავლესობის და ფრაქციის სხდომას არ დავესწრო. ასეთი დამოკიდებულება გუნდის შიგნით მიუღებელია და თუ ვინმემ დაგეგმა, რომ "სოციალ-დემოკრატიული პარტია" და "მწვანეთა პარტია" უნდა გაქრნენ, ამაზე ნურც იოცნებებთ!" - ასე მიმართა დეპუტატმა გია გაჩეჩილაძემ გუნდის წევრებს.
გაჩეჩილაძის პროტესტი კოალიციის მიმართ "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონმა განაპირობა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, პირდაპირ პარტიებზე გასანაწილებლად გამოყოფილ თანხას იღებს ის პარტია, რომელმაც უკანასკნელ საპარლამენტო არჩევნებში გადალახა 4%-იანი ბარიერი ან უკანასკნელ ადგილობრივი თვითმმართველობის საერთო არჩევნებში – 3%-იანი ბარიერი.
0