სკამზე მიჭედებული პატიმრის მამა ბესელიასთან შეხვედრას უშედეგოდ ითხოვს სკამზე მიჭედებული პატიმრის მამა ბესელიასთან შეხვედრას უშედეგოდ ითხოვს />


  14:05:34     06-08-2013

სკამზე მიჭედებული პატიმრის მამა ბესელიასთან შეხვედრას უშედეგოდ ითხოვს

a25284.jpg

რუსთავის N17 დაწესებულებაში არსებულ გაუსაძლის მდგომარეობაზე საუბრობს პატიმარ გიორგი ხურციძის მამა იაშა ხურციძე. 

გიორგი ხურციძე ის პატიმარია, რომელმაც გასულ კვირას მისი საქმის გადახედვის მოთხოვნით პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და სკამზე თავი სასქესო ორგანოთი მიიჭედა.

როგორც დღეს იაშა ხურციძემ ჟურნალისტებს ქუთაისის პარლამენტთან განუცხადა,
ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ეკა ბესელიასთან შეხვედრას უშედეგოდ ითხოვს.

პატიმრის მამა მოითხოვს, რომ მის შვილს ვადამდე ადრე გათავისუფლება შეეხოს, რადგან მისი თქმით, ის წვრილმანი ხულიგნობისათვის არის დაკავებული.

„რუსთავის საპყრობილეში პატიმრებისათვის გაუსაძლისი პირობებია. გუშინ პატიმარმა ლევან კუტალაძემ ვენები გადაიჭრა. ეკა ბესელიასთან მინდა შეხვედრა, რომ მდგომარეობა პირადად გავაცნო,“ - აცხადებს ხურციძე.

რუსთავის N17 დაწესებულების მსგავსად დაძაბული მდგომარეობაა, ქსნის მე-15 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. აქ 3 მსჯავრდებული შიმშილობს.

კახა ხ. რომელმაც 1 აგვისტოს პირი და ქუთუთოები ამოიკერა თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს და გათავისუფლებას ითხოვს. ამ დროისათვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შიმშილობას განარძობს მალხაზ გ. რომლის მოთხოვნა სისხლის სამართლის საქმის გადასინჯვა და პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვაა.

რაც შეეხება ზურაბ ი-ს, მსჯავრდებული სასამართლოს მიერ საქმის გადახედვას და სამართლიანად განხილვას ითხოვს.
0

ავტორი: