ღარიბაშვილის მითი თუ რეალობა?- შსს სტატისტიკას აქვეყნებს ღარიბაშვილის მითი თუ რეალობა?- შსს სტატისტიკას აქვეყნებს />


  11:48:36     06-08-2013

ღარიბაშვილის მითი თუ რეალობა?- შსს სტატისტიკას აქვეყნებს

a25282.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდინარე წლის 7 თვის დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს. ღარიბაშვილის უწყების მონაცემებით მთელი ქვეყნის მასშტაბით დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი გაორმაგებულია.

შს სამინისტრო ირწმუნება, რომ  2013 წელს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დანაშაულმა 4126 ერთეულით იკლო, ხოლო დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი გაორმაგებულია და 53,3%-ს შეადგენს.

2013 წლის 7 თვის მონაცემები 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით: ქვეყნის მასშტაბით 2012 წელს მომხდარი დანაშაული: 20716-ია, აქედან გახსნილი: 4781, გახსნის მაჩვენებელი კი 23,1%-ია.

მიმდინარე წელს მომხდარი დანაშაული: 16590-ია, აქედან გახსნილია 8840, გახსნის მაჩვენებელი კი 53,3%-ია. დანაშაულმა იკლო 4126-ით, გახსნის მაჩვენებლმა კი მოიმატა: 30,2%-ით.

დანაშაულის სწრაფ გახსნას, ექსპერტები   შს სამინისტროში არსებული თანამედროვე ტექნიკის, გადამზადებულ და პროფესიონალ პოლიციელებს უკავშირებენ.

რაც შეეხება დანაშაულის 4126 ერთეულით შემცირების ფაქტს, ამაში დარწმუნება ძალინ რთულია, რადგან ბოლო თვეებია  თითქმის ყოველ დღე გვესმის ინფორმაციები საზარელი დანაშაულის შესახებ. მთელი ქვეყნის მასშტაბით, აყაჩაღებენ ტაქსისტებს, აწიოკენებ ოჯახებს, ქურდავენ ბინებს, იპარავენ მანქანებს, კლავენ ახალგაზრდებს, აუპატიურებენ ბავშვებს.

ამ ფონზე კი  „ცხელ კვალზე“ გახსნა, დიდი ვერაფერი შეღავათია დაწიოკებული მოსახლეობისთვის, თითმოჭრილი ბავშვისთვის, დაუთოვებული ოჯახებისთვის და ყელგამოჭრილი, მოკლული, ნაწამები ადამიანების  ჭირისუფლებისთვის.

დანაშაულის მატებას მოსახლეობა იმ მასობრივ ამნისტიას უკავშირებს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის გუნდმა არჩევნებში გამარჯვებიდან მალევე განახორციელა.

გახმაურებულ დანაშაულებში ხშირად ნასამართლევი ადამიანები ფიგურირებენ. თუმცა როგორც აღმოჩნდა ყოფილი პატიმრებიც ვერ გრძნობენ თავს ბოლომდე დაცულად.

გვიან ღამით ოზურგეთის რაიონში, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან გოჩა გუჯაბიძე ჩაცხრილეს. გარდაცვლილი რამდენიმე თვის წინ "ამნისტიის შესახებ" კანონის საფუძველზე საპატიმროდან გათავისუფლდა.

შემთხვევის ადგილზე წუხელ მთელი ღამის განმავლობაში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.

0

ავტორი: