11:15:34     02-08-2013
„ოცნებას“ მინუს კობა დავითაშვილი?!

„ქართული ოცნებიდან“ შესაძლო წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უმრავლესობის წევრი კობა დავითაშვილი, არც უარყოფს და არც ადასტურებს.
როგორც „პრესა.ჯი“-ს დეპუტატმა განუცხადა, მისი გადაწყვეტილების შესახებ რამოდენიმე წუთში გახდება ცნობილი.
კობა დავითაშვილი: 12:00 საათზე ბრიფინგი მაქვს დანიშნული. ნუ დაიზარებთ მოსვლას. ყველაფერს იქ გაიგებთ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნებიდან“ კობა დავითაშვილის გარიცხვის საკითხი ერთხელ უკვე დადგა.
"კობაზე გაბრაზებული ვარ. კობასთან იყო ძალიან მკაცრი საუბარი, მას ვუთხარი, თუ ის ისევ ასე გააგრძელებს, დავაყენებ მის საკითხს პოლიტსაბჭოზე, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ჯანდაცვის მინისტრ სერგეენკოსთან შექმნილი პრობლემების დროს.
დავითაშვილმა მაშინ სერგეენკოს სადაზღვევო სისტემა დაუწუნა და კორუფციაში დაადანაშაულა.
შემდეგ იყო განათლების მინისტრ გიორგი მარგველაშვილთან კონფლიქტი.
დავითაშვილი გიორგი მარგველაშვილისგან მინიმუმ ვიცე-პრემიერის პოსტის დატოვებას მოითხოვდა.
მისი თქმით ამის მიზეზი მარგველაშვილის ის „უცნაური“ განცხადება იყო, რომელიც მან შრომის კოდექსთან დაკავშირებით გააკეთა.
დავითაშვილი თვლიდა, რომ თუ მინისტრისთვის მიუღებელი იყო წულუკიანის მიერ მომზადებული კოდექსი, განათლების მინისტრს , მინიმუმ, ვიცე-პრემეირის პოსტი უნდა დატოვებინა.
პოლიტიკურ კულვარებში საუბრობენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა დავითაშვილი „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატთან ქიშპობის შემდეგ აითვალწუნა.
0