14:06:56     01-08-2013
გენერალი გიგი კალანდაძე: ჩემი დიდი სურვილია დავბრუნდე შეიარაღებულ ძალებში
საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსის, გენერალ გიგი კალანდაძის განცხადებით, მათ წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდება უსაფუძვლო იყო.
როგორც კალანდაძემ „პრესა.ჯი“-ს განუცხადა, მოსამართლე გიორგი დარახველიძემ ობიექტური გადაწყვეტილება მიიღო.
- თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია კიდევ ორ სისხლის სამართლის საქმეზეა ბრალდებული, მიიღებს თუ არა ამ ეპიზოდებზე სასამართლო გამამართლებელ გადაწყვეტილებას?
- დიდი იმედი მაქვს, რომ სასამართლო ამ შემთხვევაშიც იქნება ისეთივე ობიექტური, როგორიც იყო დღეს.
- ცნობილი გახდა, რომ სენაკის შეიარაღებული ძალების ეროვნულ ბრიგადაში, მიმდინარე წლის 25 ივლისს 52 ჯარისკაცი მოიწამლა. რამოდენიმე თვის წინ ქუთაისშიც ჰქონდა ჯარისკაცთა ინტოქსიკაციის ფატს ადგილი...
- ჯარის კვებასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი შეკითხვაა. მინისტრი ალასანია ყველანაირად ცდილობს ეს ფაქტები დამალოს.
- სამომავლო გეგმებზეც მინდა გკითხოთ...
- ჩემი დიდი სურვილია, დავბრუნდე შეიარაღებულ ძალებში“.
ცნობისთვის, ბაჩო ახალაიასთან ერთად სასამართლომ დღეს გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი გიგი კალანდაძეც უდანაშაულოდ ცნო.
კალანდაძის თქმით, დადასტურდა რომ მას და რამდენიმე ოფიცერს სახელმწიფო ბალანსზე არსებული ბინების შესაძენად გამოყოფილი თანხებიც არ მიუთვისებია, შესაბამისად, სამხედრო მაღალჩინოსანი ალასანიას მიმართ სამართლებრივი დავის წამოწყებას არ გამორიცხავს.
0