13:32:39     31-07-2013
მკვლელობა თხილის გამო
![a25249.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a25249.jpg)
ვანში თხილის ქურდობის გამო მეზობელმა მეზობელი მოკლა. სამართალდამცველების ინფორმაციით, ვანელი სულიკო ლორთქიფანიძე, მეზობელ ფრიდონ ვაშაყმაძის თხილს იპარავდა. ქურდობის ფაქტი მეზობელმა შეამჩნია და მათ შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა.
"შელაპარაკების დროს, სულიკო ლორთქიფანიძემ ფრიდონ ვაშაყმაძეს დანა დაარტყა და მოკლა", - აცხადებენ სამართალდამცველები. მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. მიმდინარეობს გამოძიება.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ვანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად, 1988 წელს დაბადებული სულიკო ლ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 30 ივლისს, ურთიერთშელაპარაკებისას, 1969 წელს დაბადებულ ფრიდონ ვაშაყმაძეს ყელის არეში დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი კი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა სულიკო ლ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს" - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
.
0