თენგიზ გუნავა: ვიდექი იქ, სადაც სჭირდებოდა ჩემს ქვეყანას და მომავალშიც ასე გავაგრძელებ თენგიზ გუნავა: ვიდექი იქ, სადაც სჭირდებოდა ჩემს ქვეყანას და მომავალშიც ასე გავაგრძელებ />


  12:38:32     31-07-2013

თენგიზ გუნავა: ვიდექი იქ, სადაც სჭირდებოდა ჩემს ქვეყანას და მომავალშიც ასე გავაგრძელებ

a25248.jpg

„ჩემი მოღვაწეობის პერიოდში ყოველთვის ვიდექი იქ, სადაც სჭირდებოდა ჩემს ქვეყანას და ბუნებრივია, მომავალშიც ასე გავაგრძელებ“, - ეს განცხადება სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა თენგიზ გუნავამ ე.წ „მატროსოვის ციხის“ დატოვების შემდეგ გააკეთა. 

„პრესა.ჯი“ 17 დღიანი პატიმრობის შემდეგ თენგიზ გუნავას დღეს ესაუბრა. მან ჩვენი გამოცემის საშუალებით საქართველოს პრეზიდენტს მხარდაჭერისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და აღნიშნა, რომ საპატიმროში კიდევ რჩებიან ადამიანები, რომლებიც ქვეყნის ერთიანობისთვის იბრძოდდენ.

„მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს იმ მხარდაჭერისთვის, რაც ჩემს მიმართ გამოიჩინა. ასევე, მინდა მადლობა ვუთხრა იმ ადამიანებს, რომელთა მხარდაჭერას ვგრძნობდი პატიმრობისას.

ვწუხვარ, რომ საპყრობილეში კიდევ რჩებიან ჩემი მეგობრები, რომლებიც თავისი მოღვაწეობის პერიოდში აკეთებდნენ იმ საქმეს, რომელიც იყო ქვეყნის ერთიანობა, წარმატება და ძალინ დიდი შრომა ჩადეს ამაში. ვფიქრობ, მომავალში ისინიც გარეთ იქნებიან და მე მათ მივულოცავ თავისუფლებას.

„პრესა.ჯი“: გააგრძელებთ, თუ არა პოლიტიკურ საქმიანობას, სასამართლოს განაჩენის მიხედვით, თქვენ გეკრძალებოდან პოლიტიკური თანამდებობის დაკავება...

- მე ჩემი ქვეყნის ინტერესებს, მომავალშიც დავიცავ. პოლიტიკიდან წასვლას არ ვაპირებ. პრეზიდენტის განკარგულებაში მომეხსნა სასმართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, მათ შორის თანამდებობის დაკავების საკითხიც.

- კვლავ დაიკავებთ თუ არა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პოსტს?

- ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა, თუ მიხეილ სააკაშვილი ჩათვლის საჭიროდ რომ ეს თანამდებობა კვლავ დავიკავო, ამისთვის მზად ვარ.

- როგორ შეაფასებდით 17 დღიან პატიმრობას, ნახეთ თუ არა „მატროსოვის ციხეში“ მყოფი თქვენი თანაგუნდელები?

- სამწუხაროდ არც ერთი მათგანი არ მინახავს. თუმცა დარწმუნებული ვარ რომ მათ გათავისუფლებას მალე მივულოცავ. რაც შეეხება პირობებს ციხეში ნორმალური პირობები იყო.

- ჩვენთან საუბარში არაერთხელ განაცხადეთ, რომ თქვენი პატიმრობაში ყოფნით ხელისუფლებამ შური იძია, გამორიცხავთ თუ არა იმას, რომ შურისძიება კვლავ გაგრძელდეს?

- საზოგადოებამ ძალიან კარგად დაინახა, როგორ დაიწყეს ჩემი დევნა არჩევნებიდან რამოდენიმე დღეში. ჩამიდეს ნარკოტიკი, იარაღი, ბოლოს აბსურდული ბრალდებითაც დამაპატიმრეს, თუმცა მე ვერ შემაშინებენ. 

0

ავტორი: