15:55:31     30-07-2013
პრეზიდენტი გუნავას იწყალებს

პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით ის ხელს მოაწერს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის, თენგიზ გუნავას შეწყალების გადაწყვეტილებას.
ტელეკომპანია რუსთავი 2-ს კითხვაზე - შეიწყალებს თუ არა, თენგიზ გუნავას, პრეზიდენტმა განაცხადა რომ გუნავა, რომელიც საქართველოს ერთიანობისთვის იბრძოდა, ციხეში არ უნდა იყოს.
"გუნავა კარგად იცის ყველამ რაზეა დაპატიმრებული, მას ყველას თვალწინ შეუგდეს ნარკოტიკები და იარაღი და ეს შემდგომ აღიარეს. ვინც იცნობს გუნავას, იცის, რომ ასეთი რაღაცები ახლოს არ მიუკარებია. ვინც არის დამნაშავე საპრეზიდენტო შეწყალებას ვერ მიიღებს მაგრამ ის იდეალისტები რომლებიც ისჯებიან იმიტომ რომ დღე და ღამე მუშაობდნენ ქვეყნის გადასარჩენად ციხეში არ იქნებიან. გუნავას ციხეში ყოფნა დაუშვებელია და მის შეწყალების აქტს ხელს მოვაწერ", - განაცხადა სააკაშვილმა.
0