16:21:03     29-07-2013
ტირანი გორს უბრუნდება

კულტურის სამინისტრომ გორში სტალინის ძეგლის დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.
მინისტრმა ოდიშარიამ საჭიროდ ჩათვალა დაეკმაყოფილებინა გორის საკრებულოს შუამდგომლობა, მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ტირანის ძეგლის აღდგენა-დაბრუნების შესახებ.
გავრცელებული ინფორმაციით, „დიდი ბელადის“ ძეგლი გორს მისი დაბადების დღეს - 21 დეკემბერს დაუბრუნდება და ამჯერად ტირანის ძველი სახლის წინ დაიდებს ბინას.
სტალინის ძეგლი გორის ცენტრიდან 2010 წლის ივნისში აიღეს, რამაც ქართველი კომუნისტებისა და რუსეთის ხელისუფლების გაღიზიანება გამოიწვია.