17:26:32     26-07-2013
ივანიშვილმა ზურაბიშვილის მოხსნა მოიწონა - „მინისტრს სწორი არჩევანი გაუკეთებია“

განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილის, დავით ზურაბიშვილის კრიტიკული გამონათქვამების შემდეგ, ივანიშვილი სანიკიძეს გადაწყვეტილებას უწონებს.
მას შემდეგ, რაც თამარ სანიკიძემ „აბსოლიტურათ“ მოხსნა ზურაბიშვილი, „რესპუბლიკური პარტიის“ მხრიდან განათლების ახალი მინისტრის მიმართ მწვავე განცხადებები გაისმა.
დავით ზურაბიშვილმა მისი მოხსნა პარტიაზე დარტყმად შეაფასა და მინისტრის შეთავაზებას, მრჩევლის პოსტის შესახებ, სასაცილო და დამცინავი უწოდა.
ზურაბიშვილს მხარი აუბა ლევან ბერძენიშვილმაც. მან რიტორიკულად იკითხა - „თუ ზურაბიშვილი ცუდად მუშაობდა, მაშინ როგორ მუშაობდა განათლების სამინისტრო კარგად?“
„რესპუბლიკური პარტია“ ზურაბიშვილის მოხსნასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადების გავრცელებასაც გეგმავდა, თუმცა, „რესპებს“ პრემიერმა დაასწრო.
"გაუგებარია, თუ ზურაბიშვილს ასეთი რეაქცია ჰქონდა... ჩემთვის ეს აბსოლუტურად გაუგებარია. ე.ი. ამ ქალბატონმა მინისტრმა აბსოლუტურად სწორი არჩევანი გააკეთა.
თუ ზურაბიშვილის რეაქცია იყო მკვეთრი, ე.ი მინისტრი ყოფილა ძალიან ჭკვიანი და ძალიან სწორი არჩევანი გაუკეთებია. მე მას მხარს ვუჭერ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და დასძინა რომ ზურაბიშვილის პოსტზე დარჩენის რეკომენდაციით მას უსუფაშვილმა მიმართა, მაგრამ მისი აზრით, ახალ მინისტრს თავად უნდა მიეცეს გუნდის დაკომპლექტების საშუალება.
შეგახსენებთ რომ დღეს თამარ სანიკიძემ ზურაბიშვილი მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მას მრჩევლის ადგილი შესტავაზა, რაზეც უარი მიიღო. "მე განათლების სპეციალისტები მჭირდება", - ახალი სიტყვა თქვა "ახალმა ცოცხმა" განათლებასა და მეცნიერებაში.
0