"ქართული ოცნების" წევრებმა საგანელიძის ფიტული დაწვეს "ქართული ოცნების" წევრებმა საგანელიძის ფიტული დაწვეს /> "/> " />


  15:45:02     26-07-2013

"ქართული ოცნების" წევრებმა საგანელიძის ფიტული დაწვეს

a25217.jpg

რამდენიმე წუთის წინ, "ქართული ოცნების" მარტვილის შტაბის წევრებმა პროტესტის ნიშნად უმრავლესობის ლიდერის, დავით საგანელიძის ფიტული დაწვეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, დავით საგანელიძემ კოალიციაში ყოფილი მხედრიონელები, კორუმპირებულები  და შევარდნაძისტები მიიყვანა.

"თუ სამეგრელოში საკადრო პოლიტიკა არ შეიცვლება, საპროტესტო აქციებს გავაგრძელებთ და უფრო რადიკალურები გავხდებით", - აცხადებენ აქციის მონაწილეები. 

მარტვილში, საგანელიძის წინააღმდეგ მეოცნებეები ჯერ კიდევ გუშინ გამოვიდნენ. ისინი აცხადებენ რომ შევარდნაძის გადმონაშთი საგანელიძე სამეგრელოში "ქართული ოცნების" დისკრედიტაციას ახდენს. 

სამეგრელოს გარდა, საგანელიძეს ერჩიან მშობლიურ რაჭაშიც. კერძოდ, ონელთა ნაწილის აზრით, საგანელიძე რაჭის ფეოდალად გადაიქცა და ხალხის პრობლემებს ყურადღებას არ აქცევს. 

0

ავტორი: