რატომ გაათავისუფლეს დავით ზურაბიშვილი თანამდებობიდან? რატომ გაათავისუფლეს დავით ზურაბიშვილი თანამდებობიდან? />


  13:30:26     26-07-2013

რატომ გაათავისუფლეს დავით ზურაბიშვილი თანამდებობიდან?

a25214.jpg

დავით ზურაბიშვილი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე აღარ იქნება - ეს გადაწყვეტილება განათლების ახალმა მინისტრმა, თამარ სანიკიძემ მიიღო. 

როგორც მან მთავრობის კანცელარიაში, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა, ზურაბიშვილი მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე აღარ განიხილება.

სანიკიძის განცხადებით ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის ვინმეს უპირისპირდება, ან ზურაბიშვილით უკმაყოფილოა.

როგორც თამარ სანიკიძემ განაცხადა, მას ჩამოყალიბებული აქვს საკუთარი ხედვა, რომელიც ცნობილი რამდენიმე დღეში გახდება.

ზურაბიშვილის გადაყენება, უკვე იქცა მთავარ განსახილველ თემად. ბევრი ამას კოალიციის შიგნით დაწყებულ ბრძოლას უკავშირებს. სოციალური ქსელის მომხმარებელთა აზრით, ზურაბიშვილი პარტიულ ინტრიგებს შეეწირა. არსებობს ვარაუდი რომ ის სოციალურ ქსელებში ხელისუფლების მიმართ გამოთქმულ კრიტიკულ გამონათქვამებს გადაჰყვა.

„პრესა.ჯი“- ზურაბიშვილის თანაგუნდელ ლევან ბერძენიშვილს დაუკავშირდა. რომელმაც ეს ინფორმაცია ჩვენგან გაიგო. აღნიშნული ინფორმაციის შესახებ არაფერი იციან „კონსერვატორული პარტიის“ სხვა წევრებმაც.

"ეს არის დარყტმა არა მხლოდ ჩემს, არამედ "რესპუბლიკური პარტიის წინააღმდეგ," - განუცხადა "ნეტგაზეთს" ზურაბიშვილმა.



0

ავტორი: