ივანიშვილის მაამებლური პოლიტიკის შედეგი: რუსმა სამხედროებმა კიდევ 4 პირი დააკავს ივანიშვილის მაამებლური პოლიტიკის შედეგი: რუსმა სამხედროებმა კიდევ 4 პირი დააკავს />


  11:42:58     26-07-2013

ივანიშვილის მაამებლური პოლიტიკის შედეგი: რუსმა სამხედროებმა კიდევ 4 პირი დააკავს

a25213.jpg

რუსეთის მიმართ საქართველოს ახალი ხელისუფლების მაამებლურ პოლიტიკით, ოკუპაციის ხაზის გადმოწევა და საქართველოს მოქალაქეების გატაცება მივიღეთ. ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით, რუსმა სამხედროებმა მდინარე ენგურის სანაპიროსთან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონას ორი და ოკუპირებული თაგილონის ამდენივე მკვიდრი ერთდროულად დააკავეს. 

როგორც „პრესა.ჯი“-ს ზუგდიდიდან აცნობეს, შემთხვევა 23 ივლისს მოხდა. დაკავებულები გალის რაიონის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, მოგვიანებით ოთხი პირიდან სამი, შამგონაში მცხოვრები გოგა ჯონჯუა და თაგილონის მკვიდრი ორი არასრულწლოვანი გარკვეული თანხის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. სოფელ შამგონაში მცხოვრები 50 წლის ბადრი ქირია კი ამ დრომდე ოკუპირებული გალის რაიონის წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება.

რუსმა სამხედროებმა ბადრი ქირია და გოგა ჯონჯუა 23 ივლისს, საღამოს, მდინარე ენგურის სანაპიროზე ფიჩხის შეგროვების, ხოლო ოკუპირებული თაგილონის მკვიდრი ორი ახალგაზრდა თევზაობის დროს დააკავეს.

ოკუპირებული აფხაზეთის მსგავსად სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია, ცხინვალის ე.წ საზღვართან. რამოდენიმე დღის წინ, რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს კიდევ 5 მოქალაქე დააკავეს. ყველა მათგანი ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს.

კონფლიქტის ზონის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობა აცხადებს რომ დაპატიმრებებმა მასიური ხასიათი მას შემდეგ მიიღო, რაც რუსმა სამხედროებმა სოფელ დიცთან ოკუპაციის ხაზი 300 მეტრით გადმოწიეს და მავთულხლართები გააბეს. 

ადგილობრივები აცხადებენ, რომ მთავრობის არაეფექტური ღონისძიების შემდეგ ისინი რუსი მესაზღვრეების ტყვეობაში ხშირად ხვდებიან. ოკუპანტები თითქმის ყოველ დღე ახდენენ საქართველოს იმ მოქალაქეების დაპატიმრებას რომლებიც მავთულხლართების მიღმა აღმოჩნდნენ.

მთავრობიას კი საკუთარი მოქალაქეების დაპატიმრებების შესახებ ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია. 

პრემიერ ივანიშვილს დიცთან საზღვრის გადმოწევის კომენტირება სპეციალურ პრესკონფერენციაზე მოუწია, თუმცა ივანიშვილის პოზიცია მცოცავ ოკუპაციასთან დაკავშირებითაც რუსეთზე გათვლილი აღმოჩნდა.

პრემიერმა ივანიშვილმა აღნიშნა რომ ვერაფრით წარმოუდგენია თუ რაში სჭირდება რუსეთს საქართველოს კუთვნილი ტერიტორია და მსგავსი პოლიტიკა. ივანიშვილის შეფასებით, ხელისუფლებამ არ უნდა დაკარგოს სიმშვიდე და კვლავ გააგრძელოს რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირება.
0

ავტორი: