მარიამის სავარაუდო მკვლელი 28 წლის მოჰამადამინ რუინთანია, მას ინტერპოლი ეძებს (ვიდეო) მარიამის სავარაუდო მკვლელი 28 წლის მოჰამადამინ რუინთანია, მას ინტერპოლი ეძებს (ვიდეო) />


  11:29:37     25-07-2013

მარიამის სავარაუდო მკვლელი 28 წლის მოჰამადამინ რუინთანია, მას ინტერპოლი ეძებს (ვიდეო)

a25198.jpg

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმში ორი დღის წინ განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული მარიამ კოჩალიძის სავარაუდო მკვლელის მიერ საზღვრის დატოვების ამსახველ ვიდეომასალას აქვეყნებს.

უწყების მიერ გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს უცხო ეროვნების ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ყავისფერი ზურგჩანთითა და შავი ხელჩანთით გადაადგილდება. სავარაუდო ეჭვმიტანილი საბაჟოს თანამშრომლებს შემოწმების შემდეგ, საბუთებს ართმევს და ტერიტორიას ტოვებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 22 ივლისს ბათუმში მომხდარი, 16 წლის მარიამ კოჩალიძის მკვლელობის გამოძიების მსვლელობისას დადგენილია სავარაუდო მკვლელის ვინაობა.

გამოძიებისთვის ცნობილია, რომ აღნიშნული პირი 1985 წელს დაბადებული ირანის მოქალაქე მოჰამადამინ რუინთანია, რომელიც საქართველოში სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან 23 ივნისს შემოვიდა და 22 ივლისს, 19:22 საათზე საქართველოს ტერიტორია ასევე სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით დატოვა.

ეჭვმიტანილის  დასაკავებლად შინაგან საქმეთა სამინისტრო მოლაპარაკებებს თურქ კოლეგებთან უკვე აწარმოებს. საქმეში ინტერპოლიც ჩაერთო.

როგორც ჟურნალისტებს  შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ვალერიან თელიამ განუცხადა, თურქი სამართალდამცველები  არიან გაფრთხილებული და ეჭვმიტანილის ადგილსამყოფელის დასადგენად და დასაკავებლად ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს.

თელია:  "გოგონას დაკარგვის შესახებ ოჯახის წევრებმა მოგვმართეს 22 ივლისს 23:00 საათზე. გვამი კი აღმოჩენილ იქნა ღამის 01:00 საათზე. იმ დროისთვის ირანის მოქალაქეს სარფის საბაჟო პუნქტი უკვე დატოვებული ჰქონდა. კერძოდ, მოჰამადამინ რუინთანიამ სარფის საზღვარი გადაკვეთა 22 ივლისს 19:22 საათზე". 

ვალერი თელიას ინფორმაციით, ირანის მოქალაქე ერთი თვის განმავლობაში ახალი ბულვარის ბოლოს, ხიდის ქვეშ ცხოვრობდა. 

შს მაღალჩინოსანის განცხდებით, მოწმეები ადასტურებენ, რომ სავარაუდო მკვლელი მკვლელობის შემდეგ მარიამ კოჩალიძის ველოსიპედით გადაადგილდებოდა ბულვარის ტერიტორიაზე.

„აღმოჩენილია ველოსიპედი ბათუმში, რაც ერთ-ერთმა მოქალაქემ წარმოუდგინა პოლიციას. მობილური ტელეფონი არ არის ნაპოვნი", - აღნიშნა ვალერი თელიამ.

0

ავტორი: