ბარბარე რაფალიანცის ბებიას ეჭვი ოჯახის წევრზე აქვს  და ბერიკაშვილის დაკითხვას ითხოვს ბარბარე რაფალიანცის ბებიას ეჭვი ოჯახის წევრზე აქვს და ბერიკაშვილის დაკითხვას ითხოვს />


  14:24:18     24-07-2013

ბარბარე რაფალიანცის ბებიას ეჭვი ოჯახის წევრზე აქვს და ბერიკაშვილის დაკითხვას ითხოვს

a25194.jpg

არჩევნების წინა ღამეს სოფელ კოლაგში დატრიალებული ტრაგედია მომხდარიდან 10 თვის თავზეც აქტუალურია. 10 თვის ბარბარე რაფალიანცის ბურისუთ მოცული მკვლელობა შინაგან საქმეთა მინიტრის აქილევსის ქუსლად იქცა.  

მიუხედავდ იმისა რომ ირაკლი ღარიბაშვილმა მომხდარის უახლოეს პერიოდში გამოძიების პირობა არაერთხელ დადო, პატარა ბარბარეს მკვლელობა დღემდე გაუხსნელია.  გარდაცვლილის დედა თათია მექერიშვილი აცხადებს რომ ოჯახმა ღარიბაშვილის უწყების მიმართ ნდობა დაკარგა. ისინი გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ და საქმეში „FBI“-ს ჩართვას კვლავინდებურად მოითხოვენ. 

ამასობაში კი მედიასთან კონტაქტზე გამოვიდა გარდაცვლილის ბებია მაია გოგოლაური.  გაზეთ „პრაიმტაიმთან“ საუბარში, ბარაბარეს მამის, პალიკო რაფალიანცის დედა მაია და  ბებია თამარ გოგოლაურები აცხადებენ, რომ ბარბარეს სიკვდილი შინაურის კისერზეა. 

მაია გოგოლაური:  ბავშვმა სიარული არ იცოდა, ბობღვა არ იცოდა და საწოლში იწვა.ჩემი ვარაუდი ისაა, რომ თუ არა შინაურმა, სხვამ ვინ იცოდა იმათ სახლში, სად ქვევრი იყო და სად საწოლი. ამის მიუხედავად, ხელს ვერავის დავადებთ. გამოძიებას ველოდებით, გვეუბნებიან, რომ ყველაფერს გავაკეთებთო.

ჩვენ სულ ვურეკავთ გამომძიებლებს და მე ისე არ გავჩერდები, რომ ეს საქმე ბოლომდე არ გამოიძიონ. ახლაც გვეუბნებიან, რომ ეჭვმიტანილები გვყავსო. ასე ამბობენ, რომ კვალი შინაურამდე მიდისო. ის შინაური ვინ არის, კონკრეტულად არ ვიცით. 

პატარა ბარბარეს ოჯახის წევრები გამოძიების გაჭიანურების გამო შს სამინისტროს საყვედურობენ და კულტურის მინისტრის დღევანდელი მრჩევლის მანანა ბერიკაშვილის დაკითხვას მოითხოვენ. მაია გოგოლაურის თქმით, ბერიკაშვილთან ერთად უნდა დაიკითხონ ოჯახის წევრებიც. 

თამარ გოგოლაური  (ბარბარეს დიდი ბებია):  მე როცა გავიგე ეს ამბავი, მაშინვე ის ვთქვი, რომ შინაურის ხელი ურევია მეთქი. უცხომ რა იცოდა ბავშვი სად იწვა, ან ქვევრი სად იყო? 

ოჯახის წევრები დარწმუნებულნი არიან რომ ჩვილი პოლიტიკურ ინტრიგებს შეეწირა. მაია გოგოლაური რაფალიანცის მკვლელობაში მისი დეიდის ფაქტორსაც არ გამორიცხავს. 

„კოლაგიდან წამოვიდა ეგეთი ლაპარაკი შვილო, იქიდან დაიწყო მაგაზე ლაპარაკი და ჩვენც მაგას ვიმეორებთ. პირადად დალიზე ჩვენ არაფერი გვითქვამს, იქიდან იყო ასეთი ხმები. წნორში ვმუშაობ და ერთხელ, როცა ჩემი უფროსები ჩამოვიდნენ, მითხრეს, რომ აქ ასე ამბობენ დეიდის გაკეთებულიაო. ბიძას გამორიცხავენ და ჩემი რძლის მამიდაზე ამბობენ კიდევ.

მე შინაურზე მაქვს ეჭვი. ძალიან შინაურზე, ვინც ძალიან კარგად იცოდა, სად იყო ქვევრი, როდის გავიდოდნენ, როდის გამოვიდოდნენ, როდის პურის საჭმელად შევიდოდნენ. რა ვიცით, შეიძლება ფული აიღეს და ეგ გააკეთეს“,- აცხადებს ბარბარეს ბებია. 

როგორც ინტერვიუდან ირკვევა,  რაფალიანცების ოჯახს მექერიშვილებთან არც თუ კარგი დამოკიდებულება აქვთ. მაია გოგოლაური აცხადებს, რომ მისი რძლის მამა ქალის მკვლელობის გამო იხდიდა სასჯელს. 

რაფალიანცების ოჯახი ფიქრობს, რომ ბარბარეს მშობლები, თათია და პალიკო, კოლაგში, დღესაც საფრთხის ქვეშ არიან. თათია მექერიშვილის დედამთილი რძალს სიმართლის თქმას ურჩევს. 

ბარბარე რაფალიანცი 30 სექტემბერს, არჩევნების წინა საღამოს წყლით სავსე ქვევრში გარდაცვლილი იპოვეს. ტრაგედია იმავე დღეს პოლიტიკური დაპირისპირების საგნად იქცა. 

მომხდარიდან რამოდენიმე წუთში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა  მანანა ბერიკაშვილმა, „მე-9 არხის“ ეთერში განაცხადა რომ ჩვილი  „ნაციონალური მოძრაობის“  მაჟორატარი დეპუტატობის კანდიდატის, გიორგი ღვინიაშვილის დავალებით მოკლეს. 

ბარბარეს ტრაგედია, "ქართული ოცნების" კანდიდატმა, მანანა ბერიკაშვილმა პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა. მან, არჩევნების წინა დღეს, მკვლელობა კონკურენტს დააბრალა.

აღსანიშნავია რომ მკვლელობა ნაციონალური მოძრაობის ორგანიზებულად გაასაღა ამჟამინდელმა შს მინისტრმა ღარიბაშვილმაც. არჩევნების წინა დღეს, როცა ბერიკაშვილი მეცხრე არხის პირდაპირ ეთერში ურცხვად გაჰკიოდა რომ პატარა ბარბარე ღვინიაშვილის დავალებით მოკლეს, ღარიბაშვილმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დადო "პოსტი", სადაც მომხდარი ნაციონალურ მოძრაობას დაუკავშირა.   

აღსანიშნავია რომ მანანა ბერიკაშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს, უპასუხისმგებლო და ცილისმწამებლური განცხადებისათვის ბოდიში ამ დრომდე არ მოუხდიათ.   

„პრესა.ჯი“ დღესაც შეეცადა აღნიშნულ საქმეზე ბერიკაშვილის პოზიცია მოესმინა, თუმცა კულტურის მინისტრის მრჩეველი სატელეფონო ზარებს არ პასუხოს. ღარიბაშვილის უწყების პასუხი კი, ბოლო 10 თვის განმავლობაში არ შეცვლილა: „გამოძიება მიმდინარეობს!“

0

ავტორი: