11:48:19     24-07-2013
ვინ მიიყვანა სასჯელაღსრულების 24 წლის თანამშრომელი თვითმკვლელობამდე?
![a25191.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a25191.jpg)
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელმა საკუთარი სახლის სარდაფში თავი ჩამოიხრჩო. გორში მცხოვრები 29 წლის გიორგი ოქროპირიძე ოჯახის წევრებმა დაახლოებით 16:00 საათზე გარდაცვლილი ნახეს.
ოქროპირიძის მამის ინფორმაციით, გამომძიებლებმა გარდაცვლილის პირადი ნივთები, მობილური ტელეფონი, კომპიუტერები და სხვა საგნები შესასწავლად წაიღეს. ექსპერტის პირველადი დათვალიერებით სიკვდილის ფაქტი რამდენიმე საათის დამდგარი იყო.
“ჩვენს თავზე დატეხილი უბედურების მიზეზი ჩვენთვისას უცნობია, ძალიან მოსიყვარულე ოჯახი ჰქონდა, სულ აქ ტრიალებდა, ეფერებოდა შვილებს და პრობლემა პირადულად არაფერი ჰქონდა. იმედი მაქვს, რომ გამოძიება დაადგენს მომხდარის მიზეზებს” - ამბობს მამა.
გიორგი ოქროპირიძის ახლობლების განცხადებით, გარდაცვლილი სახლიდან დილის 10:00 საათზე გავიდა. რამდენიმე საათის დაგვიანების შემდეგ ოჯახის წევრები მობილურზე დაუკავშირდნენ, თუმცა ოქროპირიძე სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია. „პრესა.ჯი“ მომხდარის კომენტირებისთვის სუბარის უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელთან დაკავშირებას დილიდან უშედეგოდ ცდილობს.
ამ დროსითვის არსებული ინფორმაციით, გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე დაიწყო.
0