პრეზიდენტი სააკაშვილი: ქალიშვილი რომ მყოლოდა, ისეთივე იქნებოდა, როგორიც მარიამი პრეზიდენტი სააკაშვილი: ქალიშვილი რომ მყოლოდა, ისეთივე იქნებოდა, როგორიც მარიამი />


  14:26:38     23-07-2013

პრეზიდენტი სააკაშვილი: ქალიშვილი რომ მყოლოდა, ისეთივე იქნებოდა, როგორიც მარიამი

a25183.jpg

ბათუმის ბულვარში წამებით მოკლული და ყელგამოჭრილი 16 წლის მარიამ კოჩალიძის მკვლელობის ფაქტის გამო შეძრწუნებულია საქართველოს პრეზიდენტი. მიხეილ სააკაშვილმა, ბათუმის ცენტრში მომხდარი საზარელი დანაშაულისა და ბოლო დროს გაუარესებული კრიმინალური მდგომარეობის შესახებ, "ფეისბუქში" დაწერა. 

"შეძრწუნებული ვარ 16 წლის მარიამ კოჩალიძის მკვლელობით. სიცოცხლით სავსე ფრიადოსან გოგოს სასტიკად მოუსწრაფეს სიცოცხლე. საღამოს ველოსიპედით გასული და შინ არ დაბრუნებული ბათუმის ახალ ბულვარზე იპოვეს. ქალიშვილი რომ მყოლოდა, ალბათ, ისეთივე იქნებოდა, როგორიც მარიამი. მე, როგორც მამას არ მსურს, რომ ჩვენი ქვეყანა გადაიქცეს ადგილად, სადაც შვილების გარეთ გაშვების შეგვეშინდება. 

ეს კონკრეტული ტრაგედია სასწრაფოდ გამოსაძიებელია, მაგრამ მინდა პოლიციამ ყურადღება მიაქციოს იმას, რაზეც ბევრი ბათუმელი და ქუთაისელი მესაუბრა - ამ ბოლო ხანს ამ ქალაქებში ისევ დაიწყო ხმაურიანი ქუჩის გარჩევები და ბევრად გათამამდნენ კრიმინალები. ეს, რა თქმა უნდა, აუარესებს უსაფრთხოების საერთო სიტუაციას.

ამას ისიც მალაპარაკებს, რომ ამას წინათ თბილისში, საბურთალოზე, ჩემს გვერდზე სადარბაზოში მცხოვრები უწესიერესი 21 წლის ახალგაზრდა ვიღაც ნაძირალამ გამოასალმა სიცოცხლეს. სასწრაფოდ ზომებია მისაღები, რათა ჩვენს შვილებს საფრთხე მომავალში მაინც აღარ დაემუქროს.

მიხეილ სააკაშვილი", - წერს პრეზიდენტი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე. 

შეგახსენებთ რომ დღეს დილით, ბათუმის ბულვარში 16 წლის მარიამ კოჩალიძის ნაწამები ცხედარი იპოვეს. მარიამს ყელი ჰქონდა გამოჭრილი. ოჯახმა მისი ძებნა მას შემდეგ დაიწყო, რაც 16 წლის გოგონა საღამოს სახლში არ დაბრუნდა. ის ბულვარში ველოსიპედით სეირნობდა. საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა.


0

ავტორი: