16 წლის მარიამი წამებით მოკლეს - "სად იყო პოლიცია? იმ ახალ მანქანებში ეძინათ? 16 წლის მარიამი წამებით მოკლეს - "სად იყო პოლიცია? იმ ახალ მანქანებში ეძინათ? /> "/> " />


  13:07:44     23-07-2013

16 წლის მარიამი წამებით მოკლეს - "სად იყო პოლიცია? იმ ახალ მანქანებში ეძინათ?

a25180.jpg

„პრესა.ჯი“-ს კორესპონდენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ბათუმის ბულვარში 16 წლის მარიამ კოჩალიძე წამებით მოკლეს. გოგონა აწამეს და ყელი გამოჭრეს.

პირველადი დათვალიერებით, თვითმხილველთა და პოლიციელთა განცხადებით, 16 წლის გოგონას ცხედარს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კვალი აღენიშნება.

გარდაცვლილის ოჯახის ახლობელთა თქმით, მარიამი ხელოვნებით იყო გატაცებული და ის ბულვარში ხშირად სეირნობდა ველოსიპედით, ასევე ხატავდა. 

„სასეირნოდ და სახატავად გავიდა, თუმცა, რა მოხდა ყველამ ვნახეთ. სად იყო პოლიცია? სად იყვნენ? იმ ახალ მანქანებში ეძინათ?

ბავშვი აწამეს, ყელი გამოჭრეს, ცენტრში, ბულვარში და პოლიციამ ეს ვერ გაიგო. მკვლელის ვინაობაც კი არ ვიცით“ - უთხრა „პრესა.ჯი“-ს კორესპონდენტს მარიამის მეზობელმა.

მარიამის ცხედარი დღეს დილით, ბათუმის ბულვარში, ძებნის შედეგად იპოვეს. 16 წლის გოგონა ნაწამები და ყელგამოჭრილი იყო. საქმე განზრახ მკვლელობის მუხლითაა აღძრული.

0

ავტორი: