11:51:56     23-07-2013
ბათუმის ბულვარში 16 წლის გოგონას ცხედარი იპოვეს
![a25178.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a25178.jpg)
დღეს დილით ბათუმის ბულვარში 16 წლის გოგონას ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილის ახლობელთა განცხადებით, გოგონა გუშინ ღამით სახლში არ მისულა.
ძებნის შედეგად, ახლობლებმა მისი ცხედარი ბათუმის ბულვარში იპოვეს. ადგილზე იმყოფებიან პოლიციელები. თუმცა, ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ თუ რა გახდა 16 წლის ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზი.
აღსანიშნავია რომ მიუხედავად შს მინისტრის დაპირებისა, წელს, ბათუმში კრიმინალური შემთხვევები საგრძნობლად მომრავლდა.
0