15:26:11     19-07-2013
გელბახიანი: ბატონი ბადრის ირგვლივ განვითარებული მოვლენები ივანიშვილის სინდისზეა

ექს-პარლამენტარი ვალერი გელბახიანი ამბობს, რომ პატარკაციშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენები ივანიშვილის სინდისზეა და პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას არგუმენტირებული პასუხი უნდა გასცეს.
ვალერი გელბახიანი, "ალია".
"ბატონი ბადრის ირგვლივ განვითარებული მოვლენები ივანიშვილის სინდისზეა. არ ვიცი, ეს პრეზიდენტის მხრიდან პოლიტიკური ხრიკია, თუ სხვა რამ, მაგრამ ჩვენთვის ეს სერიოზული და მტკივნეული საკითხია, რაზეც ივანიშვილმა აუცილებლად პასუხი უნდა გასცეს არგუმენტირტებულად.
მსგავსი რამ ჭორის დონეზე, მეც მსმენია, რაც სააკაშვილმა ივანიშვილზე განაცხადა, მაგრამ მე ველოდები საპასუხო განცხადებებს.
2007 წლის მოვლენების გამოძიება არ არის დაწყებული, არადა ამ მოვლენებს უამრავი ადამიანი შეეწირა. ისინი დღემდე უკანონო დევნაში რჩებიან, მათი რეაბილიტაცია კი არ მომხდარა. ასევე ამ მოვლენებზე მოქმედი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების განმარტებები მსურს. სააკაშვილმა ყოფილი ხელისუფლებიდან შს ექსმინისტრის - მერაბიშვილისა და პრემიერის კონტაქტზე ისაუბრა.
ეს იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილი პასუხისმგებელია იმ დანაშაულებრივ საქმიანობაზე, რომელსაც მერაბიშვილი 2007 წლამდე სჩადიოდა. სიმართლე უნდა გაირკვეს და დრო ყველას სამსჯავროზე დააყენებს".
პატარკაციშვილის მეგობარმა გელბახიანმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც პრეზიდენტმა "ნანუკას შოუში" თქვა, რომ "ივანიშვილს პატარკაციშვილის ეშინოდა, რადგან ფიქრობდა რომ ბადრი მოკლავდა ან რაღაცას უზამდა".
0